გატეხილი Galaxy S9-ის ეკრანი და სცენიდან გადმოვარდნილი წამყვანი | Allnews.Ge

გატეხილი Galaxy S9-ის ეკრანი და სცენიდან გადმოვარდნილი წამყვანი

დღეს ტექნოპარკში სამსუნგის მიერ ორგანიზებულ Galaxy S9 და S9+ სმარტფონების პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა. ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს წამყვანი ახალი სმარტფონების შესახებ უყვებოდა, რა დროსაც შემთხვევით ფეხი დაუცურდა და სცენიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, წამყვანი სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა, რასაც ვერ ვიტყვით ახალ Galaxy S9-ზე, რომელსაც დავარდნისას ეკრანი გაუტყდა.

ინციდენტი შემთხვევით მოხვდა მსახიობ ბახვა ბრეგვაძის კამერის ობიექტივში, რომელსაც პრეზენტაციის ლაივ ვიდეო საკუთარ ფეისბუქზე ქონდა გაშვებული. შექმნილი უხერხულობიდან წამყვანმა მოხერხებულად დაიძვრინა თავი და აუდიტორიას ყურადღება გადაატანინა სამსუნგის "უსაზღვრო ეკრანის გარანტიაზე", რომელიც 1 წლის განმავლობაში სწორედ Galaxy S9|S9+ის ეკრანის გატეხვაზე ვრცელდება და მას სამსუნგი საჩუქრად შეუცვლის მომხმარებლებს.

myquiz