დუბაიში მბრუნავი ცათამბჯენი აშენდება | Allnews.Ge

დუბაიში მბრუნავი ცათამბჯენი აშენდება

დუბაიში იგეგმება Dynamic Tower-ის ცათამბჯენის მშენებლობა, რომელსაც ცვალებადი ფორმა ექნება. ცათამბჯენში მაცხოვრებლებს შეეძლებათ ხმოვანი ბრძანების საშუალებით საკუთარი ფანჯრიდან არსებული ხედი შეცვალონ.

80-სართულიანი კოშკის, რომლის სიმაღლე 380 მეტრი იქნება, თითოეული სართული 360 გრადუსით ბრუნვადი იქნება. პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

Dynamic Tower-ის აშენების იდეა არქიტექტორ დევიდ ფიშერს ეკუთვნის. მისი თქმით, აღნიშნული იდეა მას 2004 წელს გაუჩნდა, როდესაც ნიუ-იორკში მდებარე 51-სართულიანი ცათამბჯენის Olympic Tower-ის ფანჯრიდან გაიხედა.

"შევნიშნე, რომ კონკრეტული წერტილიდან შეგიძლია ერთდროულად დაინახო ისტ-რივერი ან ჰუდსონის მდინარე - მანჰეტენის კუნძულის ორი ბოლო. მაშინ მე ვიფიქრე, რატომ არ ვატრიალებთ ჩვენ მთლიან სართულს? მაშინ ხომ ყველა დაინახავდა ისტ-რივერსაც, ჰუდსონის მდინარესაც და წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძარსაც?!" - აცხადებს დევიდ ფიშერი.

CNN-ის ინფორმაციით, მბრუნავი სართულების გარდა Dynamic Tower-ს კიდევ მანქანებისთვის განკუთვნილი ლიფტი ექნება, რაც ცათამბჯენის მაცხოვრებლებს მისცემს საშუალებას, მანქანა საკუთარ ბინასთან გააჩერონ.

სავარაუდოდ, ბინები ცათამბჯენში 4-დან 40 მილიონ დოლარამდე ეღირება.

myquiz