მეცნიერებმა ალცჰაიმერით დაავადებული თაგვი განკურნეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა ალცჰაიმერით დაავადებული თაგვი განკურნეს

აშშ-ში, კერძოდ, ოჰაიოს შტატში ალცჰაიმერის დაავადების განკურნებასთან ბრძოლაში მკვლევარებმა დიდი გარღვევა მოახდინეს. კლივლენდის კლინიკის გუნდმა, Lerner-ის კვლევის ინსტიტუტმა ალცჰაიმერის განკურნების ექსპერიმენტი თაგვზე ჩაატარა, შედეგი კი პოზიტიური აღმოჩნდა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მათ ნელ-ნელა შეამცირეს ფერმენტი სახელად BACE1, რომელიც თავის ტვინში საზიანო თრომბოციტების წარმოქმნას უწყობდა ხელს და თაგვის მენტალური ფუნქცია გააუმჯობესეს. თავის ტვინში ამილოიდური სისხლის ფირფიტა ზიანს აყენებს ნერვული უჯრედების ფუნქციონირებას, რაც ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების ერთ-ერთი სიმპტომია.

ალცჰაიმერით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში იზრდება - რა სიმპტომები აქვს დაავადებას?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ BACE1 სისხლის ფირფიტებს ასუსტებდა. კვლევაში, რომელიც Journal of Experimental Medicine-ში დაიბეჭდა, აღნიშნულია, რომ თაგვისგან, რომელსაც ალცჰაიმერთან დაკავშირებული პრობლემა დაბადებისას მიღებული ტრავმის შედეგად შეექმნა, BACE1-ის მოცილება სრულად მოხდა. ყველაზე დიდი გარღვევა კი ის იყო, რომ ენზიმის ნელ-ნელა ამოღება ასაკიანი თაგვისგანაც მოხდა.

როგორ ამოვიცნოთ ალცჰაიმერის დაავადება

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევის მეშვეობით ერთ დღესაც მოხდება ისეთი მედიკამენტის წარმოება, რომელიც ადამიანის ტვინში ენზიმისთვის შემცირებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ალცჰაიმერისგან განკურნების შესაძლებლობას გვაძლევს.

მომზადებულია CBS-ის მიხედვით.

myquiz