როგორ გავხდეთ უჩინარი "ფეისბუქზე" - 12 რჩევა პირადი მონაცემების დაცვისთვის | Allnews.Ge

როგორ გავხდეთ უჩინარი "ფეისბუქზე" - 12 რჩევა პირადი მონაცემების დაცვისთვის

Facebook-ი ნამდვილად არ გიადვილებთ პროცესს, რომ მისი რადარის ფარგლებს მიღმა დარჩეთ. თუმცა თუ გინდათ, რომ სოციალურ ქსელში მეტნაკლებად უჩნარი იყოთ, ამაში ჩვენ დაგეხმარებით. როდესაც ამ პროცესს დაასრულებთ, თქვენ გარდა არავის შეეძლება Facebook-ზე თქვენი აქტივობების, ფოტოს ან მონიშნული ადგილმდებარეობის (check in) ნახვა. სოციალურ ქსელში დამეგობრებულ ადამიანებს ჯერ კიდევ შეეძლებათ თქვენი ძირითადი პროფილის ხილვა - თუმცა თქვენი აქტივობების დიდი ნაწილი მათთვისაც კი შეუმჩნეველი იქნება.

P.S არ არის საჭირო ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა ფუნქცია დაბლოკოთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ და თქვენთვის სასურველი გამოიყენოთ.

პირველად დააკლიკეთ თქვენი Facebook-ის გვერდზე ზედა მარჯვენა კუთხეში კითხვის ნიშნის ღილაკს, აირჩიეთ ღილაკი Privacy Shortcuts, შემდეგ კი "იხილეთ მეტი პარამეტრი".

ახლა თქვენ კონფიდენციალურობის პარამეტრებისა და ინსტრუმენტების მენიუში ხართ. ფანჯარაში, სადაც გეკითხებიან "ვის შეუძლია ნახოს თქვენი პოსტები", აირჩიეთ ღილაკი "მხოლოდ მე".

ამის შემდეგ იმის შეცვლაც შეგიძლიათ, თუ ვის შეუძლია თქვენი წარსული პოსტების ნახვა, ამისთვის "შეზღუდვა ძველ პოსტებზე" ღილაკს უნდა დააკლიკოთ და ცვლილებას დაეთანხმოთ, შედეგად თქვენ შეგიძლიათ იმ ადამიანების წრე განსაზღვროთ, ვისაც წარსულში თქვენ მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნახვა შეუძლიათ.

შემდეგ ეტაპზე ის პარამეტრი შეცვალეც სადაც გეკითხებიან "ვის შეუძლია მეგობრობის გამოგზავნა?" ამ ღილაკზე დაკლიკებისას "ყველა" შეცვალეთ "მეგობრების მეგობრებით".

იმისთვის რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მეილის დახმარებით ვეღარ მოგძებნონ, დააკლიკეთ კითხვაზე: "ვის შეუძლია მოგძებნოთ ელ. ფოსტის მისამართით" და "ყველას" ნაცვლად "მეგობრები" აირჩიეთ.

იმისთვის, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა თქვენი ტელეფონის ნომრის დახმარებით ვეღარ მოგძებნონ, დააკლიკეთ კითხვაზე: "ვის შეუძლია მოგძებნოთ თქვენი ტელეფონის ნომრით?" და ამ შემთხვევაშიც "ყველა" შეცვალეთ "მეგობრებით".

კითხვაზე გნებავთ, რომ Facebook-ის გარდა სხვა საძიებო სისტემებმაც აჩვენონ თქვენი პროფილი ძიების შედეგებში? პასუხი დიახ გააუქმეთ.

ამჯერად "ქრონიკებისა და მონიშვნის" მენიუში უნდა გადახვიდეთ და დარწმუნდეთ, რომ ყველა არსებულ კითხვაზე თქვენი პასუხია "მხოლოდ მე", მაგალითად, "ვის შეუძლია პოსტის განთავსება თქვენს ქრონიკაზე?"- ამ და სხვა მსგავს კითხვაზე დაკლიკებისას უნდა მიუთითოთ "მხოლოდ მე".

გარდა ამისა, იმისთვის, რომ თქვენს ქრონიკაზე მეგობრის მიერ განთავსებული პოსტი ჯერ თქვენ ნახოთ და გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა მისი გამოქვეყნება დააკლიკეთ ღილაკზე "იხილეთ პოსტები, რომლებზე მონიშნულიხართ იქამდე, სანამ პოსტი თქვენს ქრონიკაზე გამოჩნდება" და ჩართეთ აღნიშნული ფუნქცია.

Facebook-ი თქვენს "ფოლოვერებს" თქვენს მეგობრებთან ერთად აძლევს თქვენი საჯარო პოსტების ნახვის საშუალებას. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი პოსტების ნახვის საშუალება მხოლოდ მეგობრებს აქვთ და არა "ფოლოვერებს", შედით საჯარო პოსტების მენიუში და კითხვაზე ვის შეუძლია გამომიწეროს, მიუთითეთ მეგობრები.

ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ რეკლამის მენიუში და იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ, რომ თქვენს სახელსა და სოციალურ აქტივობებს რეკლამები შეესაბამებოდეს, გათიშეთ და დახურეთ ყველა შესაძლო ველი.

თითქმის დავასრულეთ, მაგრამ ჯერ უნდა შეხვიდეთ აპლიკაციების მენიუში და დააკლიკეთ Apps, Websites and Plugins -ის განყოფილებას. ყურადღებით წაიკითხეთ რას შეელევით ამ ფუნქციის გამორთვით და თუ თქვენთვის ეს მისაღები აღმოჩნდება გათიშეთ აღნიშნული ფუნქია.

მომზადებულია "ბიზნეს ინსაიდერის" მიხედვით

myquiz