Facebook-ზე მალე ხმოვანი სტატუსის დაწერა იქნება შესაძლებელი | Allnews.Ge

Facebook-ზე მალე ხმოვანი სტატუსის დაწერა იქნება შესაძლებელი

"ფეისბუქი" ახალ ფუნქციას ტესტავს - Economic Times-ის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანაში მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ტექსტური სტატუსის ნაცვლად ხმოვანი ატვირთონ.

ახალი ფუნქცია პირველად ინდოეთში შენიშნეს.

TechCrunch წერს, რომ ხმოვანი სტატუსები უფრო ინტიმურია, ვიდრე ტექსტი, თუმცა ბევრად მარტივად ჩასაწერია, ვიდრე ვიდეო. ამასთან, ხმოვანი სტატუსები მარტივი გამოსავალია მათთვის, ვისაც არამშობლიურ ენაზე სურს სტატუსის ატვირთვა და შესაბამისი კლავიატურა არ აქვს, ხმა ამ ბარიერის მოხსნის საშუალებას მისცემს.

"ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, მუდმივად ჰქონდეთ კავშირი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. გვინდა, რომ ამისთვის ყველანაირი საშუალება ჰქონდეთ. ხმოვანი ჩანაწერები დაეხმარება ადამიანებს", - განაცხადა TechCrunch-თან "ფეისბუქის" წარმომადგენელმა.

myquiz