შვეიცარიელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხელოვნური გული შექმნეს | Allnews.Ge

შვეიცარიელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხელოვნური გული შექმნეს

შვეიცარიელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხელოვნური გული შექმნეს. ის ადამიანის ბუნებრივი გულის იმიტაციას იმდენად მიახლოვებულად აკეთებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ხელოვნურ გულს კუნთების შეკუმშვა შეუიძლია და აქვს ორი - მარჯვენა და მარცხენა პარკუჭი.

მეცნიერებმა ხელოვნური გული 3D პრინტერის დახმარებით შექმნეს. სილიკონის გულს პულსაციაც კი შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ის ბუნებრივ გულთან მაქსიმალურად არის დაახლოევებული ერთი პრობლემა მაინც აქვს - მხოლოდ 3000 დარტყმის განმავლობაში მუშაობს, იმიტომ რომ მასალას, რომლისგანაც ის მზადდება, მეტი ზეწოლისა და დაძაბულობის გაძლება არ შეუძლია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეცნიერების მიერ შექმნილი მსოფლიოში პირველი ხელოვნური გულის სიცოცხლისუნარიანობა 30-45 წუთს არ აღემატება.

თუმცა ამ მაგალითით მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ხელოვნურ ორგანოებს განვითარებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პოტენცია აქვთ.

myquiz