გაერთიანებულ სამეფოში მზის ბატარეებზე მომუშავე მატარებელი იმოძრავებს | Allnews.Ge

გაერთიანებულ სამეფოში მზის ბატარეებზე მომუშავე მატარებელი იმოძრავებს

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ინჟინრები გამოვიდნენ წინადადებით, რკინიგზის გასწვრივ მზის პანელები განეთავსებინათ და მიღებული ელექტროენერგია მატარებლის ძრავისთვის პირდაპირ მიეწოდებინათ. ინჟინრების მოსაზრებით, მსგავსი გამოსავალი ელექტროსადგურების დატვირთვას განმუხტავს და რეგიონების რეზერვებს დაზოგავს, რადგან ზოგიერთ მათგანში ელექტროენერგიის მკვეთრი დეფიციტი გამოიკვეთა.

პროფესორი ტიმ გრინი აღნიშნული პროეტის ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოში ბევრი ადგილია, საიდანაც ენერგიის წყაროსთან დაკავშირება საკმაოდ რთულია, სანაცვლოდ, მსგავს ადგილებში საკმაოდ მარტივია მზის პანელების განთავსება და ამ გზით, პატარა ელექტროსადგურების განტვირთვა.

გარდა ამისა, მზის ენერგიის პირდაპირ მატარებლისთვის მიწოდება ენერგოტდეფიციტს შეამცირებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მზის პანელები საკმარისი ენერგიის გამომუშავებას შეძლებენ, რათა მატარებლის გადაადგილება სასოფლო დასახლების მქონე ტერიტორიაზე უზრუნველყოს და ადგილობრიბრივი სადგურებიდან არ აიღოს ენერგია.

ამჟამად ინჟინრები პროექტის გარკვეულ მნიშვნელოვან დეტალებსა და დამუშავების პროცესში წარმოშობილ კითხვებს განიხილავენ.

პირველი ელექტრომატარებელი, რომელიც ენერგიას მზის პანელების საშუალებით მიიღებს, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლომდე გამოჩნდება.

myquiz