ილონ მასკის მიერ კოსმოსში გაგზავნილი მანქანა, შესაძლოა, ჩამოვარდეს | Allnews.Ge

ილონ მასკის მიერ კოსმოსში გაგზავნილი მანქანა, შესაძლოა, ჩამოვარდეს

იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არ დაგავიწყდათ სუპერმძიმე რაკეტა-გადამზიდის Falcon Heavy-ის ისტორიული გაშვება კოსმოსში, რომელსაც Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა Tesla-ს კაბრიოლეტიც გაატანა. თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ თქვენთვის ორი ამბავი გვაქვს. კარგი და ცუდი. კარგი ის არის, რომ ამ მანქანას სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ვიხილავთ, ცუდი კი ის არის, რომ ის შესაძლოა, დედამიწაზე ჩამოვარდეს.

ავტომობილიის ორბიტალური ტრაექტორიის გამოთვლების ახალი მონაცემების თანახმად, ელექტრომობილი რამდენჯერ ჩაივლის დედამიწის სიახლოვეს, ერთ დღეს კი ჩამოვარდება, ასეთ დასკვნამდე მივიდა კანადელი ასტროფიზიკოსი ჰანნო რეინი, რომლემაც თავის კოლეგებთან ერთად გადაწყვიტა მოვლენების მსგავსი განვითარების ალბათობა გამოეთვალა.

"ყველა პროგრამული უზრუნველყოფა ისედაც მზად გვქონდა და როდესაც გავიგეთ, რომ რაკეტა კოსმოსში წარმატებით გაიგზავნა, გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა რა მოუვა Tesla-ს ავტომობილს უახლოესი მილიონი წლის განმავლობაში",- განაცხადა ასტროფიზიკოსმა.

რა თქმა უნდა, მილიონი წელი დროის ძალიან დიდი მონაკვეთია, რომლის დროსაც ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რამდენმა გრავიტაციულმა ფაქტორმა შეიძლება ითამაშოს ამ პროცესში როლი და გავლენა იქონიოს ავტომობილის მოძრაობის მომავალ ტრაექტორიაზე.

ილონ მასკმა კოსმოსში ავტომობილის გარდა საიდუმლო ტვირთი გაგზავნა

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მასკის ჩანაფიქრი მომავალი წლისთვის უკვე შესრულდება და ავტომობილი წითელ პლანეტას მიუახლოვდება, თუმცა მისი თანამგზავრი ვერ გახდება.

რეინმა და მისმა კოლეგებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტორზე, რომ მოძრაობის მსგავსმა ტრაექტორიამ მანქანა დედამიწის სიახლოვეს არსებულ კიდევ ერთ ასტეროიდად აქცია, რომელიც დედამიწის მარსისა და ვენერას ორბიტებს შორის მოძრაობს და პერიოდულად ჩვენს პლანეტას მიუახლოვდება. წინასწარი გათვლების თანახმად დედამიწასთან მსგავსი სიახლოვე პირველად 2091 წელს დაფიქსირდება, როდესაც დედამიწასა და მაქანას შორის მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილზე ნაკლები იქნება.

ამასთან, გათვლების მიხედვით მომავალი 1000 წლის განმავლობაში დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არ არის, თუმცა მეცნიერებს არანაირი გარანტიის მოცემა არ შეუძლათ, თუმცა მისი ჩამოვარდნის ალბათობას მაინც 6%-ით აფასებენ.

წყარო: Science

myquiz