სისხლისა და შარდის ანალიზით აუტიზმის ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელი ხდება | Allnews.Ge

სისხლისა და შარდის ანალიზით აუტიზმის ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელი ხდება

მეცნიერებმა სისხლისა და შარდის ანალიზი იმდენად განავითარეს, რომ მათი საშუალებით ბავშვებში აუტისტური სპექტრის დიაგნოსტიკაა შესაძლებელი. უორიკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ტესტი პირველია და შეუძლია ბავშვებში აუტისტური სპექტრის აშლილობის ადრეული დიაგნოსტიკა.

აუტისტური სპექტრის აშლილობა ძირითადად ადამიანის სოციალურ ინტერაქციასა და კომუნიკაციაზე ახდენს გავლენას. მისთვის დამახასიათებელია მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეები, ქმედების განმეორებადობა ან ჰიპერაქტიულობა, ბრაზი და ახალ გარემოსთან შეგუების პრობლემა. იმის გამო, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობას მრავალი სიმპტომი აქვს, დიაგნოსტიკა, შესაძლოა, რთული და არასრული იყოს, განსასკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე.

დადგენილია, რომ, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში 100-დან ყოველი ერთი ადამიანი აუტისტური სპექტრის მქონეა, მათ შორის უფრო მეტი ბიჭია, ვიდრე გოგო.

მეცნიერებმა განმარტეს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ სისხლის პლაზმაში ცილის დაზიანებასა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის კავშირი დაადგინა. მკვლევარებმა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნეს ახალი ტესტი, რომელსაც ადრეულ ასაკში აუტიზმის განვითარების გამოვლენა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის განვითარებაში გენეტიკის გავლენა, დაფიქსირებული შემთხვევების მხოლოდ მესამედში აღმოჩნდა, დანარჩენი შემთხვევები კი გარემო ფაქტორების, მუტაციისა და იშვიათი გენეტიკური ვარიაციებითაა გამოწვეული.

myquiz