ილონ მასკმა რაკეტას კოსმოსში თავისი ავტომობილი გაატანა | Allnews.Ge

ილონ მასკმა რაკეტას კოსმოსში თავისი ავტომობილი გაატანა

კომპანია Space X-მა ულტრამძიმე გადამზიდავი რაკეტა Falcon Heavy კოსმოსში წარმატებით გაგზავნა. რაკეტამ სტარტი კანავერალის კონცხიდან, ფლორიდიდან აიღო.

"წარმატებად ჩავთვლი თუ რაკეტა სასტარტო მოედნიდან აფრინდება და ადგილზევე არ აფეთქდება. ეს ცოტა ნაკლებია ორ მილიონ კილოგრამზე ტროტილის ეკვივალენტში. თუ ის აფეთქდება, აქ ძალიან ცოტა რამე თუ გადარჩება", - აღნიშნა Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა რაკეტის გაშვებამდე.

ელიპტიკურ ორბიტაზე, რომელიც მზიდან მარსამდეა გადაჭიმული, ილონ მასკის პირადი მანქანა Tesla Roadster-ის წითელი კაბრიოლეტი გაგზავნეს. ავტომობილის საჭესთან ჩაფხუტიანი მანეკენი ზის მანქანის მოწყობილობების დაფაზე კი ვკითხულობთ წარწერას "პანიკის გარეშე", დინამიკებიდან კი დევიდ ბოუის სიმღერა "Space Oddity" ისმის.

ტესლას მანქანაში სათვალთვალო კამერებია დამაგრებულია, რომელიც მასკის თქმით, ეპიკურ კადრებს გადაიღებს. მისივე თქმით, მისი მანქანა მარსის ორბიტაზე ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში დარჩება.

Falcon Heavy ამჟამად არსებულ გადამზიდავ რაკეტებს შორის ყველაზე მძლავრია, მას ქვედა დედამიწის სიახლოვეს მდებარე ორბიტამდე 64 ტონა ტვირთის მიტანა შეუძლია. შედარებისთვის კიდევ ერთი კომპანია United Launch Alliance-ის ულტრამძიმე რაკეტა, Дельта-4-ს იმავე სიმაღლეზე მხოლოდ 29 ტონა ტვირთის ატანა შეუძლია. ეს უკანასკნელი Falcon Heavy-ს შქმნამდე ყველაზე მძლავრ რაკეტად ითვლებოდა.

მარსზე გასატანი ადამიანისთვის საჭირო ტვირთი დაახლოებით 17 ტონას იწონის. მასკის თქმით, მისი მთავარი მიზანი მარსზე ადამიანის გადაყვანაა.

მასკის განმარტებით, კომპანია Space X-ს Falcon Heavy კოსმოსში გაგზავნა 90 მილიონი დოლარი დაუჯდა.

myquiz