მეცნიერები სიმსივნეს მალე დაამარცხებენ - კიბოს საწინააღმდეგო "ვაქცინამ" თაგვები სიმსივნისგან განკურნა | Allnews.Ge

მეცნიერები სიმსივნეს მალე დაამარცხებენ - კიბოს საწინააღმდეგო "ვაქცინამ" თაგვები სიმსივნისგან განკურნა

ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და ამერიკელი მეცნიერების მეტად სასიხარულო და იმედისმომცემი ექსპერიმენტის შედეგებს ეხება. საუბარია კიბოს საბოლოო დამარცხებაზე. ექსპერიმენტი თაგვებზე ასპროცენტიანი შედეგით დასრულდა და ახლა ადამიანებზე იწყება ამ სიახლის გამოცდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ თაგვებში, სიმსივნურ კერაში, T-უჯრედების აქტივაციის შედეგად (T-უჯრედი არის ლიმფოციტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმში უცხო ანტიგენების ამოცნობას და იმუნურ პასუხს უზრუბველყოფს) შორეული მეტასტაზებიც კი გაქრა.

კვლევას ატარებს სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. ამ ექსპერიმენტის დროს მეცნიერებს სიმსივნის ყველა კერაში, მათ

შორის შორეულ მეტასტაზებში შეყავთ 2 სახის იმუნოსტიმულატორი. შედეგი მიღებულია ყველა სახის სიმსივნის დროს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ იმუნოსტიმულატორული აგენტების ძალიან მცირე დოზით უშუალოდ სიმსივნურ კერაში შეყვანა იქნება შედარებით იაფი თერაპია და თანაც ასეთ მკურნალობას არ ექნება გვერდითი ეფექტები.

"ამ ორი აგენტის ერთდროული გამოყენებისას ჩვენ ვხედავთ, რომ სიმსივნე მთელ სხეულში ქრება", - ამბობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ონკოლოგი რონალდ ლევი, რომელიც ამ კვლევის ხელმძღვანელია. "ეს მიდგომა არ მოითხოვს პაციენტის მთელი იმუნური სისტემის სტიმულაციას."

ამ ორი აგენტიდან ერთ-ერთი უკვე დაუშვეს ადამიანებზე გამოსაყენებლად. მეორე აგენტიც ცალკეულ შემთხვევებში უკვე იქნა ადამიანებში გამოყენებული, იანვარში კი უკვე დაიწყო მისი კლინიკური გამოცდა ლიმფომიან პაციენტებში.

გასაოცარი ორგანული ეფექტები

ლევი არის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობის პიონერი. იმუნოთერაპია გულისხმობს ადამიანის იმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ მის ლაბორატორიაში შეიქმნა პრეპარატი რიტუქსიმაბი (ერთ-ერთი პირველი მონოკლონური ანტისხეული), რომელიც დღეს სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება.

ზოგადად, იმუნოთერაპიული მეთოდებით კიბოს მკურნალობა გულისხმობს მთელ ორგანიზმში ადამიანის იმუნური სისტემის სტიმულაციას. მაგრამ, რაც შეეხება ახალ მეთოდს, ამ შემთხვევაში მიდგომა სრულიად სხვაგვარია: ორი სახის იმუნოსტიმულატორი უმცირესი დოზებით ერთდროულად შეყავთ უშუალოდ სიმსივნის კერაში და იმუნური უჯრედების სტიმულაცია მხოლოდ სიმსივნის შიგნით ხდება. შედეგად კი გასაოცარი ორგანული ეფექტი მიიღება - სიმსივნე მთელ ორგანიზმში ქრება.

უფრო კარგად რომ გავიგოთ ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ ზოგადად იმუნური ტ-უჯრედები ამოიცნობენ ხოლმე ახალწარმოქმნილ სიმსივნურ უჯრედებს და შეიჭრებიან სიმსივნის კერაში მასთან საბრძოლველად, მაგრამ სიმსივნე ზრდასთან ერთად იწყებს ამ იმუნური უჯრედების აქტიურობის დათრგუნვასაც. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz