Apple-ი iPhone X-ის წარმოებას ამცირებს | Allnews.Ge

Apple-ი iPhone X-ის წარმოებას ამცირებს

კორპორაცია Apple-მა iPhone X-ის დამზადების შეკვეთა ორჯერ შეამცირა. ამის შესახებ The Nikkei Asian Review იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანია მარტამდე ჩინეთში მდებარე ფაბრიკებზე 40 მილიონი iPhone X-ის აწყობას გეგმავდა, თუმცა შემდეგ ეს რიცხვი 20 მილიონამდე შეამცირა.

გამოცემის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება დაბალ მოთხოვნას უკავშირდება, ვინაიდან iPhone X არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორსაც Apple-ში ელოდნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ში iPhone X-ის ფასი 999 დოლარიდან იწყება.

myquiz