ბილ გეითსი და სტივ ჯობსი შვილებს ტექნოლოგიების ხშირად გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ | Allnews.Ge

ბილ გეითსი და სტივ ჯობსი შვილებს ტექნოლოგიების ხშირად გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ

ბილ გეითსთან, სტივ ჯობსთან და სხვა ინოვატორებთან ჩატარებული ინტერვიუების შედეგად გამოვლინდა, რომ "სილიკონ ველში" დასაქმებული მშობლების უმეტეს ნაწილს ტექნოლოგიების ხშირ მოხმარებასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

ფსიქოლოგები სწრაფ ტემპში სწავლობენ იმას, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს სმარტფონი თინეიჯერის ტვინისთვის.

კვლევებმა დაადგინეს, რომ მერვეკლასელების მიდრეკილება დეპრესიისადმი 27%-ით იზრდება, როდესაც ისინი ძალიან ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას. კვლევების შედეგად ასევე დადასტურდა, რომ ბავშვები, რომლებიც დღეში, სულ მცირე, სამი საათის განმავლობაში იყენებენ სმარტფონს სუიციდისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილები.

მცირე ასაკში სმარტფონის მავნე გავლენაზე ისიც ცალსახად მეტყველებს, რომ უკანასკნელი პერიოდის ორი უმსხვილესი ტექნოლოგიური ლიდერი ბილ გეითსი და სტივ ჯობსი შვილებს თავისივე გამოგონოლი პროდუქციით თამაშისა და ხშირად გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ.

საინტერესოა, რა იციან ამ წარმატებული კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა საკუთარ პროდუქციაზე ისეთი, რაც მომხმარებლებმა არ იციან? - მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობის მიხედვით, ეს ციფრული ტექნოლოგიების უნარია, რომ მასზე დამოკიდებული გაგხადოს.

წაიკითხეთ ექიმების გაფრთხილება - რა ასაკში შეიძლება ბავშვს სმარტფონით სარგებლობის უფლება მივცეთ

2007 წელს Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ გეითსმა კომპიუტერზე სპეციალური დროის შემზღუდავი პროგრამა დააყენა, ვინაიდან მის შვილს ვიდეოთამაშებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება განუვითარდა. გარდა ამისა, ის თავის შვილებს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლებას 14 წლამდე არ აძლევდა. დღეს საშუალო ასაკი, როდესაც ბავშვი თავის პირველ მობილურს იღებს 10 წელია.

სტივ ჯობს კი, რომელიც Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2011 წელს  New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში

განაცხადა, რომ ის შვილებს ახლგამოშვებული iPad-ის მოხმარების უფლებას არ აძლევდა. "ლიმიტირებული გვაქვს ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენი შვილები სახლში იყენებენ" - განმარტა სტივ ჯობსმა.

როგორც ჩანს, "სილიკონ ველში" მომუშავე ადამიანები უფრო მძაფრად აღიქვამენ სმარტფონების, ტაბლეტებისა და კომპიუტერების უნარს დამოკიდებული გახადონ ადამიანი, ვიდრე ყველა დანარჩენი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს ადამიანები არიან გამომგონებლები და მსგავს ტექნოლოგიებში ინვესტიციების განმახორციელებლებიც.

გასათვალისწინებელია, რომ "სილიკონ ველის" ფარგლებში დაფუძნებული სკოლები ნაკლებტექნოლოგიურია, სადაც სწავლების პროცესში, როგორც წესი, დაფას, ფურცლებსა და ფანქრებს იყენებენ.

myquiz