Alibaba-მ შექმნა ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელმაც ადამიანს ტექსტის წაკითხვაში და გაგებაში აჯობა | Allnews.Ge

Alibaba-მ შექმნა ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელმაც ადამიანს ტექსტის წაკითხვაში და გაგებაში აჯობა

კომპანია Alibaba-მ შექმნა ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელმაც ადამიანს ტექსტის წაკითხვაში და გაგებაში აჯობა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

სტენფორდის უნივერსიტეტის ტესტი შედგება 100 ათასზე მეტი კითხვისგან და ხელოვნური ინტელექტის შეფასების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მეთოდად მიიჩნევა.

ადამიანი ამ ტესტში 82.304 ქულას, კომპანია Alibaba-ს ხელოვნური ინტელექტი კი  82.440 ქულას აგროვებს.

"ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია მომავალში შესაძლოა გამოიყენონ მომსახურების სფეროში, სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნის დროს, სამედიცინო საკითხებზე პაციენტებთან ონლაინ-ურთიერთობების დროს", - აცხადებს Alibaba Institute-ის ენის უფროსი მკვლევარი ლო სი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Microsoft-ის ხელოვნურმა ინტელექტმა სტენფორდის უნივერსიტეტის ტესტში 82.650 დააგროვა, თუმცა Alibaba-ში აცხადებენ, რომ Microsoft-მა საკუთარი შედეგი ერთი დღით გვიან გამოაქვეყნა.

myquiz