ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში ელექტრომობილების რიცხვმა 100 000-ს მიაღწია | Allnews.Ge

ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში ელექტრომობილების რიცხვმა 100 000-ს მიაღწია

საწვავითა და ბუნებრივი აირით მდიდარ ნორვეგიაში უპირატესობა ელექტრომობილებმა მოიპოვეს. ამ დოისთვის აქტიურ მოხმარებაში 100 000-ზე მეტი ელექტრომობილია და ნორვეგიის ხელისუფლება საწვავზე მომუშავე მანქანებზე უარის თქმას სრულად 2025 წლისთვის გეგმავს.

საინტერესოა შეძლებს თუ არა სკანდინავიის ეს ქვეყანა აღნიშნული მიზნის განხორციელებას. სტატისტიკა დამაიმედებელია. 2007 წელს ნორვეგიაში, დაახლოებით 321 ელექტრომობილი იყო დარეგისტრირებული, 2017 წლის მიწირულს კი რაოდენობამ 100 000 გადააჭარბა. მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ მივა ახლოს ნორვეგიასთან ელექტრომობილების ფლობის მაჩვენებელით თითოეულ მოსახლეზე - ნორვეგიაში 5,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

"ვფიქრობ 10 წლის წინ დღევანდელი მაჩვენებლი ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწილი იქნებოდა. როდესაც ნორვეგიაში დაფიქსირებული სტატისტიკის შესახებ სხვა ქვეყნის მკვლევარებს და პოლიტიკოსებს ვესაუბრე, მათ არ დაიჯერეს, რომ ეს რეალურად ხდებოდა ნორვეგიაში", - განაცხადა ნორვეგიის სატრანსპორტო ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარმა ინჟინერ-მკვლევარმა ერიკ ფიგენბაუმ.

ელექტრომობილების მფლობელს ტრანპორტის უპირატესობის შესახებ რომ დაუსვა კითხვა, ისინი აუცილებლად გამოყოფენ ორ ასპექტს: ელექტრომობილი იაფი და კომფორტულია. ავტომობილის მფლობელები განმარტავენ, რომ ელექტრომობილის ფლობაზე გაცილებით დაბალი გადასახადია დაწესებული, გარდა ამისა, მათთვის ავტობუსის ხაზში გადაადგილება ნებადართულია, რაც მათ საცობებისთვის თავის არიდებასა და დროის დაზოგვაში ეხმარება.

მოცემული მომენტისთვის ნორვეგიაში გაყიდული ავტომობილების 40% ელექტრომობილებია.

myquiz