პრობლემები, რომლებსაც ძილის წინ სმარტფონის გამოყენება შეგიქმნით | Allnews.Ge

პრობლემები, რომლებსაც ძილის წინ სმარტფონის გამოყენება შეგიქმნით

ღამით ტელეფონის გამოყენება - ეს საშინელი იდეაა.

დღის განმავლობაში ადამიანის ტვინი და ორგანიზმი მომართულია, რომ ის ფხიზლად იყოს. ღამის საათებში კი დასაძინებლად ემზადება. თუმცა ეკრანის ყურებისას ორგანიზმი იბნევა. ეკრანის შუქს იგივე სხივი აქვს, რაც დილის მზეს, რომელიც ორგანიზმს აიძულებს მელათონინის გამოყოფა შეწყვიტოს. ეს არის ჰორმონი, რომელიც ტვინს ეუბნება, რომ ძილის დროა. სმარტფონის ლურჯი სხივი კი სწორედ ამ ძილის ჰორმონის გამოყოფას აჩერებს. თუ თქვენ ძილის წინ ტრადიციულად უყურებთ ეკრანს, დიდი ალბათობით ძილის რეჟიმი დაგერღვევათ. შედეგად კი თქვენს ჯანმრთელობას შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეექმნას.

"ადამიანს დაწოლიდან 30 წუთში უნდა ჩაეძინოს" - ძილის პრობლემებზე პროფესორი ლია მაისურაძე საუბრობს

• ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება, საკმარისი რაოდენობით იძინოთ, მაგრამ ეს არ იქნება ჯანსაღი ძილი და თქვენი ორგანიზმი დღის განმავლობაში დაკარგული ენერგიის აღდგენას ვერ მოახერხებს.

• დარღვეული ძილის რეჟიმი, რომელსაც სმარტფონის შუქი იწვევს, თავს იჩენს სწავლისა და ინფორმაციის ათვისების შესაძლებლობაშიც.

• არასაკმარისი ძილი იწვევს მეხსიერების უნარის დაქვეითებას.

• ძილის წინ სმარტფონის ეკრანის ყურება და შედეგად არასრულფასოვანი ძილის რეჟიმის შედეგად ხდება ჰორმონების არევა, რომლების შიმშილის შეგრძნებაზე არიან პასუხისმგებელი. შედეგად თქვენ სისმსუქნის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებით.

• ეკრანის ლურჯმა შუქმნა შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა. ის აზიანებს ჩვენს მხედველობასაც.

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად სმარტფონების მწარმოებლები ქმნიან სპეციალურ რეჟიმებს, რომელთა გააქტიურებაც ღამის პერიოდშია რეკომენდირებული. თუმცა მათ რეალურ ეფექტიანობაზე დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

ყოველთვის ეცადეთ, ძილის წინ არ გამოიყენოთ სმარტფონები და ძილის დროს ის საწოლში არ გქონდეთ. იდეალური იქნება, თუ მოწყობილობას საძინებელში არ შეიტანთ.

myquiz