მალე Facebook-ის "ნიუსფიდს" ვეღარ იცნობთ - მარკ ცუკერბერგი მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს | Allnews.Ge

მალე Facebook-ის "ნიუსფიდს" ვეღარ იცნობთ - მარკ ცუკერბერგი მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს

Facebook-ი აქამდე განხორციელებულ ცვლილებათა შორის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს. კომპანიის გადაწყვეტილებით, "ნიუს ფიდი" ისე უნდა შეიცვალოს, რომ ის თითოეული მომხმარებლისთვის გაცილებით აზრიანი და საინტერესო გახდეს. პრაქტიკულად რომ განვიხილოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაცილებით მეტი სიხშირითა და რაოდენობით ნახავს იმ ადამიანების პოსტებს, რომლებსაც რეალურად იცნობს. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მომხარებელი "ნიუს ფიდში" უკვე ნაკლებად შეხვდება მედია ორგანიზაციებისა და იმ ცნობილი ადამიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიმდევარიც არის.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განმარტებით, ცვლილებების მიზანია, სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაცილებით მეტი რაოდენობით ნახოს ის პოსტები, რომლებიც სინამდვილეში ანაღვლებს და რომელზეც სურს რომ ჰქონდეს ინტერაქცია.

"სავარაუდოდ, კომპანიას იმ რეალობის გამოსწორებაც სურს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში საკუთარი თავის შესახებ ნაკლები ინფორმაციის გაზიარება დაიწყეს. თუ მომხმარებელი აღარ აზიარებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამის დამკვეთებს აღარ შეუძლიათ სათანადო მონაცემების მიღება მომხარებელზე. Facebook-ის შემოსავალი კი მთლიანად რეკლამასა და რეკლამის დამკვეთებაზეა დამოკიდებული"- ვკითხულობთ "ინდეფენდენთის" სტატიაში.

ცუკერბერგმა ერთ დღეში 3,3 მილიარდი იზარალა

როგორც ჩანს, Facebook-მა აღნიშნული ცვლილებები იმ კრიტიკის გამოც დაგეგმა, რომლის მიხედვითაც, სოციალურ მედიას შეუძლია ადამიანები დეპრესიაში ჩააგდოს და მათი იზოლაცია გამოიწვიოს. კომპანიამ აღნიშნული კრიტიკა მიიღო და განმარტა, რომ სიახლეების განხორციელების შემდეგ Facebook-ი გაცილებით პოზიტიური ადგილი გახდება.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ამის შემდეგ, სოციალური ქსელის ყველა მომხმარებლის "ნიუს ფიდში" ბრენდების, სხვადასხვა გვერდებისა და მედია ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პოსტები ნაკლები სიხშირით გამოჩნდება და უფრო მეტი წილი თავად მომხმარებლების პოსტებზე მოვა.

"ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ მეტი ერთიანობა და ნაკლები მარტოობა, ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანის ბედნიერებასა და ჯანმრთელობაზე აისახება. გარდა ამისა, სტატიების პასიური კითხვა და ვიდეოების ყურება, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის გასართობი და ინფორმცაიული - შესაძლოა, იმდენად კარგი არ იყოს"- განმარტა ცუკერბერგმა.

იმ პოსტების წინ წამოწევამ, რომელსაც კომპანია აზრიანად მიიჩნევს და ახალი ამბების წილის შემცირებამ, შესაძლოა, სოცილური მედია გიგანტის, როგორც მთავარი საინფორმაციოს წყაროს როლი შეამციროს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებელი რეკლამას ისევე ნახავს, როგორც აქამდე, იმის მიუხედავად, აზრიანი იქნება ის თუ არა.

myquiz