7 რამ, რასაც 2018 წელს დაბადებული ბავშვი ვერ გამოცდის | Allnews.Ge

7 რამ, რასაც 2018 წელს დაბადებული ბავშვი ვერ გამოცდის

რამდენიმე ათწლეულში, შესაძლოა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს და ერთი თაობის გამოცდილება, სავარაუდოდ, სრულიად განსხვავებული იქნება მათი გამოცდილებისგან, ვინც ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად გაიზრდება. მაგალითად, 2018 წელს დაბადებულ ბავშვს არ ეცოდინება რას ნიშნავს სადენიანი ტელეფონი და ინტერნეტი, არც ის ეცოდინება როგორია უყურო ფილმს პატარა-ეკრანიან ტელევიზორში.

ტექნოლოგიები იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ოდესმე, ამიტომ იმის შესახებ, რაც ხდება ახლა 2018 წელს დაბადებული ბავშვები სავარაუდოდ წიგნებში, უფრო სწორედ, კი კომპიუტერში წაიკითხავენ.

კონკრეტულად რას ვერ გამოცდის საკუთარ თავზე 2018 წელს დაბადებული ბავშვი.

ხანგრძლივ მოსაბეზრებელ მოგზაურობას

მობილური მოწყობილობები და თვითმფრინავში დამონტაჟებული გასართობი სისტემები უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ მოგზაურობის დროს ყურადღება გადავიტანოთ და მგზავრობის ხანგრძლივობა მტკივნეულად არ აღვიქვათ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ფრენის სიჩქარე ისევე, როგრც ხმელეთის ტრანსპორტის სიჩქარეც მკვეთრად გაიზარდა. ტრანსპორტის მაქსიმალური აჩქარების პროცესი ჯერ კიდევ მუშაობის ფაზაშია და მომავალში ახლა დაბადებული ბავშვი საკუთარ თავზე ვერასდროს იგრძნობს იმ ტკივილს, რასაც "დაუსრულებელი მგზავრობა" ჰქვია. თუ ულტრასწრაფი თვითმფრინავები, რომლებსაც დედამიწის ირგვლივ შემოფრენა სამსაათნახევარში შეეძლებათ, ადამიანის ფიზიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით იქნება შეზღუდული, ჰიპერლუპები მაინც იქნება მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი. დღეს არსებულ ჩქაროსნულ მატარებლებსაც კი აქვთ უნარი 387 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. მომავალში ისინი შეძლებენ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკს შორის არსებული 5-საათიანი მანძილი 30 წუთი დაფარონ.

მართვის მოწმობა

მართვის მოწმობის მიღება თინეიჯერებისთვის ზრდასრულობაში გადასვლის ერთგვარი რიტუალი გახდა. თუმცა, ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილები, ალბათ, ამ რუტინის აუცილებლობას მალე გააქრობენ, ვინაიდან ადამიანსაც აღარ ექნება მძღოლის ფუნქცია და ავტომობილი საკუთარი თავის მართვას დამოუკიდებლად შეძლებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, 2015 წელს ყოველ დღე საშუალოდ 16-დან 19 წლამდე 6 ახალგაზრდა იღუპებოდა ავტოსაგზაო შემთხვევისას მიღებული დაზიანების გამო. ავარიების უმეტესი ნაწილი ადამიანის შეცდომის გამო ხდება, ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე კი ყველა ასაკობრივი კატეგორიის უამრავი ადამიანის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ავტოპილოტზე მომუშავე მანქანებს ბევრი უპირატესობა ექნებათ. "ტესლას" აღმასრულეგელი დირექტორი, ელონ მასკი, დარწმუნებულია, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში მისი კომპანია სრულად ავტოპილოტზე მომუშავე მანქანების წარმოებას შეძლებს.

ბიოლოგიის მონოპოლია ინტელექტზე

თვითმართვადი მანქანები მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ინოვაციების დანერგვა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს ცხოვრებაში. დღეს ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კონკურენციას უწევს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჯობნის კიდეც სპეციფიკურ ასპექტში, მაგალითად, ჭადრაკის თამაშში. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ცნობიერების მქონე ხელოვნური ინტელექტის სიტემას, რომელიც ადამიანის ინტელექტს კონკურენციას გაუწევს რამდენიმე ათასწლეული გვაშორებს. რობოტი სოფია კი ნათელი მაგალითია იმის, რომ ადამიანებსა და რობოტებს შორის გამყოფი ხაზი სულ უფრო უფერულდება და რამდენიმე ათწლეული გვაშორებს იქამდე, რომ ჩვენს შორის აღნიშნული საზღვარი საბოლოოდ გაქრება.

ენობრივი ბარიერი

ხელოვნური ინტელექტისა და ზოგადად, ტექნოლოგიური წინსვლის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ დედამიწაზე ენობრივი ბარიერი აღარ იარსებებს. მაგალითად, Skype-ს უკვე დაემატა მყისიერი თარგმნის ფუნქცია, რომელიც ნებისმიერი ენის წარმომადგენლებს რეალურ დროში ერთმანეთთან შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს. Google-მა კი თარგმნის ფუნქციით აღჭურვილი ყურსასმენები შექმნა. აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებაზე კიდევ ბევრი სხვა კომპანია მუშაობს, რაც, საბოლოო ჯამში, დედამიწის 7 მილიარდიან მოსახლეობას ერთმანეთთან დაუბრკოლებლად კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს. ასე რომ, 2018 წელს დაბადებული ბავშვი ისეთ რეალობში გაიზრდება, სადაც ყველას ყველასთან საუბარი შეუძლია.

კაცობრიობა, როგორც ერთი პლანეტის მაცხოვრებელი

ელონ მასკი ამტკიცებს, რომ SpaceX-ი ისეთი ტექნოლოგიის განვითარებას შეძლებს, რომელის დახმარებითაც, ადამიანები მარსზე აღმოჩნდებიან. ამბიციური გეგმის განხორციელებას მასკი 2024 წლისთვის გეგმავს. ამიტომ, დღეს დაბადებული ბავშვისთვის, შესაძლოა, უცხო იყოს მხოლოდ ერთ პლანეტაზე მილიარდობით ადამიანის აკუმულირება.

შიმშილი

ურბანიზაცია ტრადიციულ ფერმერობას, რა თქმა უნდა, ზღუდავს, თუმცა სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი ინოვაცია საკვები პროდუქტის სიმცირეს ბოლოს მოუღებს და ამ პრობლემას წარსულში დატოვებს. ურბანული ფერმერობა სწრაფად ვითარდება, რაც ყველა ადამიანს საშუალებას მისცემს, საჭირო და სასურველ პროდუქტებზე თავისუფალი წვდომა ჰქონდეს.

ქაღალდის ფული

დღესდღეობით პლასტიკურ ბართებს იმდენად აქტიურად ვიყენებთ, რომ ნაღდი ფულის არსებობის საჭიროება მუდმივად მცირდება. გადარიცხვების გაკეთება ჩვენი საბანკო ანგარიშიდან ონლაინრეჟიმშიც შეგვიძლია, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ დღეს დაბადებული ადამიანისთვის, მომავალში ქაღალდის ფული სრულებით უცხო გახდეს.

myquiz