"იბუპროფენის" რეგულარული მიღება მამაკაცებში უშვილობას იწვევს - კვლევის შედეგები | Allnews.Ge

"იბუპროფენის" რეგულარული მიღება მამაკაცებში უშვილობას იწვევს - კვლევის შედეგები

კვლევის თანახმად, ამერიკელი მამაკაცების 7%-ს უშვილობის პრობლემები ტკივილგამაყუჩებლების დიდი რაოდენობით მიღების გამო ექმნება, - ამის შესახებ გამოცემა Time წერს.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კვლევის მიხედვით, "იბუპროფენის" რეგულარულად მიღება ჰიპოგონადიზმის კომპენსირებას ახდენს ანუ ქმნის გარემოს, რომელსაც შეუძლია უშვილობის, ერექციის დისფუნქციის, დეპრესიისა და ძვლებისა და კუნთოვანი მასის დაკარგვა გამოიწვიოს. ეს ტენდენცია ძირითადად გავრცელებულია ასაკოვან მამაკაცებსა და მწეველებში, თუმცა, კვლევის თანახმად, რისკის ქვეშ ახალგაზრდებიც არიან.

მკვლევარებმა დაკვირვება 31 ჯანმრთელ მამაკაცზე ჩაატარეს, რომელთა ასაკიც 18-35 წელია. მათი ნაწილი 6 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 600 მილიგრამ “იბუპროფენს” იღებდა, მეორე ნაწილს კი არწმუნებდნენ, რომ სამკუნალო მედიკამენტებს აძლევნენ, თუმცა რეალურად, 17 მათგანი იღებდა აბებს, რომლებიც არაფერს შეიცავდა და საკვლევ ობიექტებზე პლაცებო ეფექტს ახდენდა.

14 დღის შემდეგ ორივე ჯგუფს ჩაუტარდა სისხლისა და ჰორმონალური ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მათ, ვინც "იბუპროფენს" იღებდნენ სისხლში ლუტეინიზირებული ჰორმონის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ეს კი ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების წარმოქმნას არეგულირებს. 44 დღის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა არ მომატებულა ტესტოსტერონის გამომუშავება, რაც Time-ს ინფორმაციით, ჰიპოგონადიზმის ნიშანია.

ამის შემდეგ მკვლევარებმა გამოიკვლიეს "იბუპროფენის" პირდაპირი მოქმედება სათესლე ჯირკვლებზე. დადასტურდა, რომ ვისაც "იბუპროფენი" ჰქონდა მიღებული, 24 საათში ტესტოსტერონის გამომუშავება შეუმცირდა.

myquiz