თამარ მეფე კომპიუტერული თამაშის CIVILIZATION პერსონაჟი გახდა | Allnews.Ge

თამარ მეფე კომპიუტერული თამაშის CIVILIZATION პერსონაჟი გახდა

ცნობილი კომპიუტერული თამაშის Civilization-ის ახალ ვერსიაში საქართველო და ქართული ცივილიზაცია გამოჩნდება. Civilization VI: Rise and Fall-ის 9 ახალ პერსონაჟს შორის კი თამარ მეფეც იქნება. კომპიუტერული თამაშის მოყვარულები თამარ მეფისა და იმ ეპოქის საქართველოს ისტორიასთან გაცნობას შეძლებენ და საკუთარი სამეფოს სწორედ თამარ მეფის ხელით მართვას შეძლებენ.

თამარ მეფის პერსონაჟი სიდ მეიერის კომპიუტერული თამაშის მეექვსე ნაწილში გამოჩნდება, რომელიც სტრატეგიული თამაშის მოყვარულებისვის მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი. თამაშის აღწერაში თამარ მეფის ბიოგრაფია და საქართველოს სიძლიერის მთავარი მიზეზი

მოკლედ არის მოთხრობილი.

გავრცელებულ ვიდეოში მებრძოლების სახით ხევსურულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები არიან. იქვე ვხედავთ მეთორმეტე საუკუნის საქართველოსთვის დამახასიათებელ არქიტექტურას, უფრო კონკრეტულად, კი ციხე-სიმაგრეებს.

სტრატეგიული თამაშის მეშვეობით, მოთამაშეს საკუთარი სამეფოს განვითარება შეუძლია. მიზანი, რა თქმა უნდა, სამეფოს გაფართოვება და გააძლიერებაა ისე, რომ ოქროს ხანა დადგეს. თუ მოთამაშე ოქროს ხანის დამკვიდრებას შეძლებს, ის დამატებით ბონუსებს აიღებს, რომლის მეშვეობითაც თავდაცვის გაძლიერებას, ციხე-სიმაგრეების კედლების ამაღლებასა და სხვა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს.

myquiz