ტელევიზია გაქრება, მთვარეზე ვიმოგზაურებთ - რა მოხდება მსოფლიოში 2030, 2040 და 2050 წელს? | Allnews.Ge

ტელევიზია გაქრება, მთვარეზე ვიმოგზაურებთ - რა მოხდება მსოფლიოში 2030, 2040 და 2050 წელს?

საინტერესოა როგორი იქნება მსოფლიო რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, რას უნდა ველოდოთ? გთავაზობთ მეცნიერების პროგნოზებს

რა ხდება მსოფლიოში 2030 წელს?

  • გერმანია წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის აკრძალვაზე მსჯელობს.
  • ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა ხდება.
  • ქირურგები ნერვების ტრანსპლანტაციას ატარებენ, რათა პარალიზებულმა ადამიანებმა ხელების გამოყენება შეძლონ.
  • ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი ხელოვნური სისხლი გაყიდვაში შედის.
  • მზის პანელების ფასი, 1 ვატზე 50 ამერიკულ ცენტს შეადგენს.
  • მსოფლიოში 13 166 667 ელექტრომობილი გაიყიდა.
  • II ტიპის დიაბეტის სიმპტომებთან საბრძოლველად პროტეინური ინექციები გამოიყენება.
  • მეცნიერებმა გრიპის საწინააღმდეგო უნიკალური ვაქცინა შექმნეს.
  • მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვი, სავარაუდოდ, 8 500 766 000-ს მიაღწევს.
  • სრულად ფუნქციონირებადი ორგანოების შესაქმნელად 3D-პრინტერები გამოიყენება.

რა ხდება მსოფლიოში 2040 წელს

  • მეხსიერების იმპლანტების საშუალებით შესაძლებელია პატიმრებმა მაქსიმალური სასჯელი ერთ დღეში მოიხადონ.
  • საკვების რეპლიკატორები ქმნიან პროდუქტებს თქვენი მკვებავი ნივთიერებების საჭიროებების შესაბამისად.
  • მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვმა 9 157 230 000-ს მიაღწია.
  • ინდოეთმა აშშ-ს გაუსწრო და მსოფლიოს სიდიდით მეორე მსოფლიო ეკონომიკა გახდა.
  • ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების საერთო რიცხვმა 173 987 427 000-ს მიაღწია. 19 მოწყობილობა ერთ ადამიანზე!
  • ექსტრემალური ტემპერატურის გამო ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნაწილი გაუკაცრიელდა.
  • კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მასობრივი მიგრაცია კვლავ იზრდება.
  • იაპონიაში მსოფლიოში პირველი კოსმოსური ლიფტის შექმნა დასასრულს უახლოვდება.
  • ბირთვული სინთეზის ენერგია კომერციულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
  • კვანტური კომპიუტერული ჩიპების საშუალებით მანქანები უფრო სწრაფად მუშაობენ.
  • ოკეანეებიდან მოსავლის აღება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
  • შეზღუდული რესურსებისა და კლიმატური ცვლილებების გამო საკვებთან დაკავშირებით უპრეცედენტო გამოსვლები იმართება.
  • ახალგაზრდებში ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება.
  • ტელევიზია გაქრა და მისი ადგილი ონლაინ მედიამ და "მოთხოვნითმა ვიდეომ" დაიკავეს.
  • მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება თითქმის შეწყდა.
  • ნასას-ს წყალქვეშა ნავი სატურნის მთვარე ტიტანზე უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის ძებნას აგრძელებს.
  • SpaceX მარსზე ადამიანების მეორე მისიას აგზავნის.
  • ახალი კლინიკური ცდები ადამიანის ტვინის რობოტურ გადამყვანებში გადანერგვას ეძღვნება.

რა ხდება მსოფლიოში 2050 წელს

  • დიდი საფასურის სანაცვლოდ ბავშვის გენეტიკური შექმნაა შესაძლებელი.
  • ხელოვნური ინტელექტი ადამიანური ემოციების ფართო სპექტრს გამოხატავს.
  • ნეიროტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლებს სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარება ფიქრის საშუალებით შეუძლიათ.
  • სხვადასხვა სახეობის კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური ვაქცინა საჯარო გამოყენებისთვის დაამტკიცეს.
  • მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით 10 143 271 720-ს შეადგენს.
  • 5 მილიარდი ადამიანი უწყლო გარემოში ცხოვრობს.
  • მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა 3 გრადუსით გაიზარდა და 37,4 გრადუსს შეადგენს.
  • პოლარული დათვის სახეობა გამქრალად არის გამოცხადებული.
  • სულ უფრო მეტი ადამიანი იტარებს კიდურების ამპუტაციას და მათ დაბალფასიანი მაღალტექნოლოგიური პროთეზებით ცვლის.
  • ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების საერთო რიცხვმა 237 500 000 000-ს მიაღწია. დაახლოებით 25 მოწყობილობა ერთ ადამიანზე!
  • დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ინდოეთში, საფრანგეთში და ნიდერლანდებში მხოლოდ ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები იყიდება.
  • მაღალტექნოლოგიური, "ჭკვიანი" შენობები ურბანულ ლანდშაფტს ცვლის.
  • ოკეანეებში პლასტმასის რაოდენობა თევზების რაოდენობას აღემატება.
  • შორეული პლანეტების მაღალხარისხიანი ფოტოსურათების გადაღებაა შესაძლებელი.
  • მთვარზე მოგზაურობა ყველასთვის არის ხელმისაწვდომი.
  • მარსზე ადამიანების მუდმივ დასახლებაში ახალი მარაგები იგზავნება.
  • საკუთარი მოგონებების კომპიუტერში ატვირთვა და მათი ციფრულ მდგომარეობაში შენახვა შეიძლება.
myquiz