ამერიკელმა ინჟინერმა "მარსის საცხოვრებელი" ვაშინგტონში, სახლის უკანა ეზოში ააშენა | Allnews.Ge

ამერიკელმა ინჟინერმა "მარსის საცხოვრებელი" ვაშინგტონში, სახლის უკანა ეზოში ააშენა

ჯეფ რეიმონდი ჯერ კიდევ ელოდება ზარს ნასასგან, რათა მარსის ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღოს.  ვერ იტყვი, რომ ის ამ ექსპედიციისთვის არ გამოდგება: 38 წლისაა, თანაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ინჟინერია. მაგრაცმ, რაც ყველაზე მთავარია, ის სიამოვნებით ახორციელებს პროექტს, რომელიც, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს მარსზე.

ერთ წელზე მეტია რეიმონდი და მისი მეუღლე სახლის უკანა ეზოში სრულად ფუნქციონირებად და დამოუკიდებელ "მარსის საცხოვრებელს" ქმნიან. მათ აღნიშნული პროექტის განხორციელებისას, დაახლოებით, 200 ათასი დოლარი დახარჯეს, თუმცა საცხოვრების დასრულებისთვის დამატებითი ფინანსები ჯერ კიდევ სჭირდებათ.

ჯეფ რეიმონდი რაღაცით მეტ დეიმონს ჰგავს ფილმიდან "მარსელი"- მეუღლესთან ერთად საკვები ნივთიერებებით მდიდარი ბოსტნეული მოჰყვას, რომლემაც, როგორც ის მიიჩნევს, ერთ დღეს, საცხოვრებლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები უნდა აანაზღაუროს.

მაგრამ ნასა-ს რეიმონდისთვის სასურველი ზარი ჯერ არ განუხორციელებია.

"მინდა, რომ ერთ დღეს მოვიდნენ და ნახონ, რითი ვართ აქ დაკავებულები. მარსზე ყველა ადამიანის საკვებით უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება. ამასთანავე, არსებობს კიდევ ბევრი სხვა კითხვა, თუმცა მე მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ნებისმიერი დახმარება გავუწიო მათ"- ამბობს რეიმონდი.

ნასა-მ მშვენივრად იცის იმ პრობლემების შესახებ, რაც მარსზე საკვები პროდუქტების მოყვანასთან არის დაკავშირებული და ბევრ ექსპერიმენტს ატარებს კოსმოსური ფერმების შექმნისთვის. თუმცა რეიმონდი მიიჩნევს, რომ ნასა-მ ამ საკითხში ფერმერებს უნდა მოუსმინოს, ვისაც დიდი გამოცდილება აქვთ აღნიშნულ სფეროში.

რეიმონდის ინტერესი მხოლოდ წითელ მიწაზე მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებით არ შემოიფარგლება, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ის სულ უფრო მეტად ინტერესდება იმით თუ როგორ შეიძლება ცხოვრება ქსელს მიღმა და თვითმყოფად სახლს აშენებს თავისი სახლის უკანა ეზოში, ვაშინგტონში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მარსისთვის განკუთვნილი საცხოვრებელის შენება საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ინჟინერს მისი რამდენჯერმე გადაკეთებაც მოუხდა.

myquiz