Apple-მა განმარტა დროთა განმავლობაში, რატომ მცირდება iPhone-ის მუშაობის სიჩქარე | Allnews.Ge

Apple-მა განმარტა დროთა განმავლობაში, რატომ მცირდება iPhone-ის მუშაობის სიჩქარე

თუ ხართ ან იყავით iPhone-ის აქტიური მომხმარებელი შენიშნავდით, რომ დროთა განმავლობაში, თქვენი მოწყობილობა სულ უფრო ნელა მუშაობდა. ბევრი, აღნიშნულ ფაქტს იმას უკავშირებდა, რომ ახალი პროგრამები სულ უფრო მომთხოვნი გახდა მოწყობილობისთვის, რის გამოც სმარტფონის ჩართვისა და მუშაობის სიჩქარე სულ უფრო მცირდებოდა.

ზოგიერთი მომხმარებელი შეთქმულების თეორიასაც არ გამორიცხავს, რომელის მიხედვითაც, კომპანია ძველი მოწყობილობების სიჩქარეს განგებ ამცირებდა, რათა iPhone-ის მოყვარულები შემდეგი მოდელის საყიდად წაექეზებინა. Apple-ის წარმომადგენლებმა პირველად განმარტეს ის მიზეზები თუ რატომ იკლებს ძველი სმარტფონების მუშაობის სიჩქარე.

ვარაუდები იმის შესახებ, რომ ძველი ბატარეის ახლით შეცვლას iPhone-ის მუშაობის სიჩქარის საგრძნობლად გაზრდა შეეძლო, ინტერნეტ სივრცეში დიდ ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა. კომპანია GeekBench-ის თანამშრომლებმა მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩაატარეს, რომლებმაც აღნიშნული თეორია დაადასტურეს.

როგორც აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში, სმარტფონის პროცესორი მართლაც ნელა მუშაობს, ეს კი ბატარეის დეგრადაციასთან არის დაკავშირებული.

კომპანიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს მომხმარებლებს Apple-ის პროდუქციასთან კომუნიკაციისას საუკეთესო გამოციდლება დაუგროვდეთ. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, ჩვენს მოწყობილობებს ჰქონდეთ მუშაობის მაქსიმალური ხარისხი, თუმცა ამავდროულად ვმუშაობთ მათი ექსპლუატაციის ხანგრძლივობის გაზრდაზე.

ლითიუმ-იონური ბატარეები დროთა განმავლობაში ტევადობას კარგავენ და მოწყობილობას შესაბამისი საჭირო ენერგიით ვეღარ ამარაგებენ. ეს პროცესი გარდაუვალია და კიდევ უფრო დაჩქარებულია წელიწადის ცივ დროს. ამ ყველაფერმა შესაძლოა, მოულოდნელი ხარვეზები გამოიწვიოს, რიგ შემთხვევაში კი სმარტონი შესაძლოა, საერთოდ გაითიშოს, რათა მისი ელექტრონული კომპონენტები დაიცვას. გასულ წელს ჩვენ iPhone 6, iPhone 6s და iPhone SE-ს მოდელებში ახალი ფუნქცია დავამატეთ, რომელიც მოწყობილობის მოულოდნელი გათიშვის პრევენციას ახდენს და გაცილებით ეკონომიურად იყენებს ენერგიას. ეს ფუნქცია iOS 11.2-ზე მომუშავე iPhone 7-საც დავუმატეთ და დროთა განმავლობაში, მათ ყველა დანარჩენ მოწყობილობებშიც დავნერგავთ"- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ჩანს, კომპანია განგებ ამცირებს იმ მოწყობილობების სიჩქარეს, რომელთა ბატარეა იმდენად დეგრადირებულია, რომ მოწყობილობისთვის ენერგიის სტაბილურად მიწოდებას ვეღარ უზრუნველყოფს.

მომზადებულია hi-news-ის მიხედვით

myquiz