არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე მარწყვისა და ფინიკის პალმის მოყვანას გეგმავს | Allnews.Ge

არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე მარწყვისა და ფინიკის პალმის მოყვანას გეგმავს

არაბეათის გაერთიანებულმა საამიროებმა მარსის კოლონიზების საკუთარი გეგმის შესახებ განაცხადა. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ საამიროები წითელ პლანეტაზე ზონდის გაგზავნას, შემდეგ ეტაპზე კი იქ პალმებისა და სხვა მცენარეული კულტურების მოყვანას გეგმავს.

არაბეთის გაერიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოს უფროსმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რაშიდ ალ ზაადიმ აღნიშნა, რომ მარსსა და უდაბნოს შორის მნიშვნელოვანი მსგავსებაა, სწორედ ამიტომ საამიროებმა გადაწყვიტა დააფინანსოს პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე წითელ პლანეტაზე პალმების, შემდგომ ეტაპზე კი პომიდვრისა და მარწყვის მოყვანას ისახავს მიზნად.

ალ ზაადიმ განმარტა, რომ პლანეტის კოლონიზირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცენარეული კულტურებისა და ხეების არსებობა.

მისივე თქმით, მარსზე გასაშენებლად ფინიკის პალმა რეგიონის სიმბოლოდ შეირჩა, პომიდორი და ყურძენი კი იმის გამო, რომ მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს მათი უნარი, გაიხარონ მარსზე.

მარსი წყალს იქ მალავს, სადაც მისი არსებობა შეუძლებელია

აღსანიშნავია რომ მოცემული მომენტისთვის NASA-ც ეძებს ისეთ მცენარეულ კულტურებს, რომელთა მოყვანა მარსზე შესაძლებელი იქნება.

ცნობილია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტო 2014 წელს დაარსდა, თუმცა ქვეყანამ მარსის პროექტში 5,4 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა.

ნასას "მარსზე ცხოვრების" ექსპერიმენტი დასრულდა

myquiz