Google-ი განახლებად ენერგიაზე სრულად გადადის | Allnews.Ge

Google-ი განახლებად ენერგიაზე სრულად გადადის

მსოფლიო საძიებო გიგანტი Google-ი  მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადადის. შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ სამ ახალ ქარის ელექტროსადგურთან გააფორმა ხელშეკრულებები. ერთ-ერთი მათგანი სამხრეთ დაკოტაში მდებარეობს, მეორე აიოვაში, მესამე კი ოკლაჰომაში. საერთო ჯამში Google-ის მიერ მოხმარებულმა სუფთა ელექტროენეგიამ 3 გეგავატს მიაღწია.

სუფთა და განახლებად ენერგიაში კომპანიის მიერ ინვესტირებულმა თანხამ 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რის გამოც ის გახდა უმსხვილესი კორპორატიული კლიენტი, რომელიც ამ სახის მომსახურებითაა დაინტერესებული. როგორც ცნობილია კომპანია განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას კვლავ გეგმავს.

პირველ ეტაპზე Google-ი განახლებად ენერგიას მზის პანალებიდან იღებდა, ამ კუთხით შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულება 2010 წელს გაფორმდა, ენერგიის მოცულობა კი 114 მეგავატით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ ფასი მზისა და ქარის ენერგიაზე 60-70 პროცენტით შემცირდა.

myquiz