როგორი იქნება მომავლის მანქანები | Allnews.Ge

როგორი იქნება მომავლის მანქანები

მფრინავი და ავტოპილოტზე მომუშავე მანქანები საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა დღეს წარმოებულ მანქანებში ბევრი უახლოესი ტექნოლოგია რეალიზებულია.

სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი ცდილობს მანქანათმშენებლობისას ისეთი ინოვაციები დანერგოს, რაც მანქანების ტარების პროცესს გაამარტივებს და უფრო სასიამოვნოს გახდის.

1. მანქანა, რომელიც ხედავს

ადამიანი გადაადგილების უსაფრთხოებაზე ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ არის, რადგან ის უკვე აღარ არის ერთადერთი, ვისაც გზის დანახვა შეუძლია. თანამედროვე მანქანები აღჭურვილია სენსორებითა და კამერებით. მანქანაში ჩამონტაჟებული კომპიუტერის მეშვეობით კამერა საგზაო ნიშნების იდენტიფიცირებას ახდენს, სიჩქარესთან დაკავშირებულ ლიმიტებს აწესებს და მანქანაც შესაბამისად რეაგირებს. გარდა ამისა, კამერები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ავტოპილოტის სისტემის ფუნქციონირებისას.

ავტომობილები, რომლებსაც ყველაზე მეტი საწვავი სჭირდება

2. ავტოპილოტის საწყისი ეტაპი

ქუჩებში მძღოლის გარეშე მოსიარულე მანქანების გამოჩენამდე რამდენიმე წელი გვაშორებს. თუმცა, რამდენიმე ავტომწარმოებელმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. მაგალითად, "ტესლას" საჭის ავტომატური მოძრაობისა და საგანგებო გაჩერების უნარი აქვს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ფეხით მოსიარულეს ვერ ხედავს, მანქანა გაჩერების გადაწყვეტილებას თავად იღებს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილში 8 კამერა, 12 სენსორი და რადარია დამონტაჟებული, რომელსაც ძირითადად გემებისა და თვითმფრინავების შემთხვევაში იყენებენ. Mercedes-Benz-ის, General Motors-ისა და Volvo-ს უკანასკნელი მოდელები სწორედ ამ სისტემაზე მუშაობენ.

3. დამხმარე პარკირებისას

ავტომწარმოებლებს პარკირებასთან დაკავშირებული სირთულეების მინიმუმამდე დაყვანა სურთ. ავტომწარმოებლები დროთა განმავლობაში მომხმარებლებს სხვადასხვა დამხმარე სისტემას სთავაზობდნენ, რომლებიც პარკირების პროცესს ამარტივებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, "ტესლა" და BMW უფრო შორის წავიდნენ. ამ მანქანის მფლობელს პარკირების დროს ავტომობილში ყოფნა არ ევალება. ამ ავტომობილების მძღოლებს შეუძლიათ გარეთ იდგნენ და პროცესი გადამცემი პულტის საშულაბეით არეგულირონ.

4. საქარე მინაზე არსებული დისპლეი

ეს სიახლე განსაკუთრებით იმ მძღოლებს გაახარებთ, რომლებსაც გზისთვის თვალის მოშორება აშინებთ. საქარე მინაზე განთავსებული დისპლეის წყალობით, მძღოლს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია სიჩქარესა და ნავიგაციაზე ისე, რომ გზას თვალი არ მოაშოროს.

5. ჰიბრიდული ტექნოლოგია

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჰიბრიდული ავტომობილები დროთა განმავლობაში გაქრება, რადგან ჩვენ ელექტრომობილებისკენ ვისწრაფვით. მაგრამ საწვავის დაზოგვის სურვილის პარალელურად, ვფიქრობთ, ჰიბრიდი აქტუალურობას შეინარჩუნებს. სიახლე ის იქნება, რომ ახალი ჰიბრიდული მანქანები მცირე ზომის ბატარეების წყალობით გაცილებით იაფი იქნება. საქმე ისაა, რომ ამ მცირე ზომის ბატარეებს იმის უნარი არ ექნებათ, რომ დამოუკიდებლად ამუშაონ ავტომანქანა, თუმცა ექნებათ შესაძლებლობა, გარკვეული ბიძგის მისცენ ძრავს, რაც საწვავის მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალება იქნება. 2018 წელს ჩვენ ამ სისტემაზე მომუშავე Jeep Wrangler-ს ვიხილავთ.

6. სმარტფონი საჭეზე

სმარტფონების ბევრი ინოვაცია მანქანებში სულ უფრო აქტიურად ინერგება. Apple CarPlay და Android Auto განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. გასართობ-ინფორმაციული სისტემა ამჟამად ავტომანქანების 600-მდე მოდელშია ხელმისაწვდომი. აღნიშნული სერვისი მძღოლს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთოს ყველაფერი, რასაც სამარტფონის შემთხვევაში გააკეთებდა, მაგალითად დარეკავდა ან შეტყობინებას წაიკითხავდა.

myquiz