უსმენს თუ არა Facebook-ი ჩვენს საუბარს? | Allnews.Ge

უსმენს თუ არა Facebook-ი ჩვენს საუბარს?

Facebook-ის წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების მიკროფონების საშუალებით მათი მფლობელების საუბარს უსმენენ და შემდეგ შესაბამის რეკლამას უგზავნიან.

ტექნიკური გიგანტის ვიცე-პრეზიდენტმა რეკლამირების დარგში რობ გოლდმენმა ტექნოლოგიური პოდკასტის Reply All -ის წამყვანის პიჯეი ვოგტის "ტვიტს" უპასუხა, სადაც იგი ამბობდა, რომ ბევრი ადამიანი აწყდება რეკლამას, რომელიც ყოველდრიურ დიალოგებს შეესაბამება.

"ვაწარმოებ რეკლამას Facebook-ისთვის და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ და არასდროს გამოგვიყენებია თქვენი მიკროფონები შესაბამისი რეკლამის შემოსათავაზებლად. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - განმარტა რობ გოლდმენმა.

როდესაც "ტვიტერის" კიდევ ერთმა მომხმარებელმა დაუსვა მას კითხვა, შეიძლებოდა თუ არა იმავეს თქმა "ინსტაგრამის" შესახებ, რომელსაც ასევე Facebook-ი ფლობს, გოლდმენმა აღნიშნული ინფორმაციაც დაადასტურა.

რობ გოლდმენის თქმით, რეკლამების შეთავაზება ხდება სოციალური ქსელის მომხმარებლის ზოგადი ინტერესებიდან და Facebook-ზე განთავსებული ინფორმაციის ანალიზიდან გამომდინარე და არა იმის გამო, რომ მათ საუბარს ვინმე უსმენს.

myquiz