საუდის არაბეთმა რობოტს მოქალაქეობა მიანიჭა | Allnews.Ge

საუდის არაბეთმა რობოტს მოქალაქეობა მიანიჭა

საუდის არაბეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭა.

რიადში გამათულ ბიზნესშეხვედრაზე ბიზნესმენმა ენდრიუ როს სორკინმა განაცხადა, რომ რობოტი, სახელად სოფია, ამიერიდან ქვეყნის მოქალაქის ყველა უფლებით ისარგებლებს.

რობოტმა მადლობა გადაუხადა ქვეყანას და ღონისძიების მონაწილეებს.

"მადლობას ვუხდი საუდის არაბეთის სამეფოს. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ისტორიული მომენტია, მე ვიქნები პირველი რობოტი დედამიწაზე, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს," - განაცხადა სოფიამ.

ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებში აღნიშნავენ, რომ მაშინ, როდესაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა და უფლებების მინიჭება იზეიმა ქალი რობოტისთვის, არ უნდა დაივიწყონ, რომ ქვეყანაში ქალების უფლებები კვლავ შეზღუდულია. საუდის არაბეთში ყველა ქალი ვალდებულია, საზოგადოებაში ოჯახის წევრ მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს.

"სოფიას არ ჰყავს თანმხლები მამაკაცი, არ აცვია აბაია და არ იფარავს სახეს? რატომ?"- წერენ "ტვიტერის" მომხმარებლები.

myquiz