ინტერნეტში Tesla-ს უპილოტო სატვირთო ავტომობილის პირველი ფოტო გამოჩნდა | Allnews.Ge

ინტერნეტში Tesla-ს უპილოტო სატვირთო ავტომობილის პირველი ფოტო გამოჩნდა

ვებგვერდ Reddit-ის მომხმარებელმა Tesla-ს უპილოტო სატვირთო მანქანის ფოტო გამოაქვეყნა. თუმცა, პოსტის ავტორმა სურათი მალევე წაშალა, მოგვიანებით კი მოდერატორებმა ის საიტზე დააბრუნეს.

ფოტოზე აღბეჭდილია ავტომზიდი, რომელსაც სატვირთო ავტომობილი გადაჰყავს. პოსტის ავტორის თქმით, ეს Tesla-ს უპილოტო სატვირთო ავტომობილია, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბრის ბოლოს უნდა შედგეს. მომხმარებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ ავტომობილი გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც Tesla-ს გენერალური დირექტორის ელონ მასკის მიერ გავრცელებულ "ტიზერში".

კომპანიაში აღნიშნული ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

myquiz