ინოვაციური ყურსასმენები, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას ასრულებს | Allnews.Ge

ინოვაციური ყურსასმენები, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას ასრულებს

Google-ის ახალი უსადენო ყურსასმენი მიგითითებთ სწორ მიმართულებას, ეძებს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში და თარგმნის საუბარს 40 ენიდან.

Google-ის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე, რომელის 4 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში გაიმართა, კომპანიამ ახალი მოწყობილობები წარმოადგინა. მათ შორის უსადენო ყურსასმენები Pixel Buds.

აღნიშნული ყურსასმენები Pixel -ის სმარტფონს უკავშირდება და Google Assistant-ის მეშვეობით მუშაობს. ხმოვანი დამხმარე მოწყობილობა საუბრის იდენტიფიცირებას ახდენს და რეალურ დროში მის თარგმანს აკეთებს. მომხმარებელს სმარტფონის დახმარებით საკუთარი საუბრის თარგმნაც შეუძლია. ყურსასმენების შესაძლებლობების დემონსტრაციის მიზნით, პრეზენტაციაზე ორმა ადამიანმა სხვადასხვა ენაზე დიალოგი გამართა. ერთ-ერთი მათგანი ინგლისურად საუბრობდა, მეორე კი შვედურ ენაზე პასუხობდა.

ჯერჯერობთ მოწყობილობას 40 ენიდან თარგმნა შეუძლია, აღსანიშნავია, რომ რუსული მათ რიცხვში არ შედის.

უსადენო ყურსასმენებს ასევე შესაძლებლობა აქვს მსუბუქი შეხებით მუსიკა აკონტროლოს, კერძოდ, მუსიკის გადართვა, სიმღერის შერჩევა, ხმის დაბალანსება.

Google Assistant-ს საგზაო მიმართულების ჩვენებაც შეუძლია, გარდა ამისა, ის დამოუკიდებლად იყენებს ინტერნეტს თქვენთვის საინტერესო მასალის მოსაძებნად და ტელეფონის გარეშე აკონტროლებს შემომავალ და გამავალ ზარებს.

კომპანიის ინფორმაციით, ყურსასმენები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი თავდაპირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება. იგი ნოემბრიდან გაიყიდება. ცნობილია მისი ფასიც. ყურსასმენები 159 დოლარი ეღირება.

ყურსასმენების გარდა, კომპანია Google-მა სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე Pixel-ის ახალი სმარტფონი, ახალი ნოუთბუქი Pixelbook, მინი კამერა, მუსიკალური სვეტი და საოჯახო დამხმარის - Google Home-ის შემცირებული ვერსია წარმოადგინა.

myquiz