Viber-ის ნაკლებად ცნობილი ფუნქციები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ | Allnews.Ge

Viber-ის ნაკლებად ცნობილი ფუნქციები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ

სმარტფონების თითქმის ყველა მფლობელი იყენებს მესენჯერებს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Viber-ი.

თუმცა, მომხმარებელთა უმრავლესობისთვის Viber-ის ყველა შესაძლებლობა არაა ცნობილი. გთავაზობთ ნაკლებად ცნობილ ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება თქვენც გამოგადგეთ.

დამალეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის "იყავი ხაზზე"

შედით ოფციებში (Settings), შემდეგ "კონფიდენციალურობაში" (Privacy) და გამორთეთ პუნქტი "ხაზზე ვარ" (Online). ახლა რომ შეხვალთ Viber-ში, ამას ვერავინ ვერ გაიგებს.

დამალეთ შეტყობინებების ნახვის სტატუსი

თუ გსურთ, რომ მოსაუბრემ ვერ გაიგოს, წაიკითხეთ თუ არა მისი შეტყობინება, შედით "პარამეტრებში" (Settings), შემდეგ "კონფიდენციალურობაში" (Privacy) და გამორთეთ პუნქტი "ნანახია" (Seen).

ნუ გაავსებთ ტელეფონის მეხსიერებას

ჩატებში გაგზავნილი და მიღებული ფოტოები და ვიდეოები ტელეფონში ინახება. ტელეფონის მეხსიერება რომ არ შეივსოს, ამ პარამეტრის გამორთვა სჯობს. ამისთვის შედით "პარამეტრებში" (Settings), შემდეგ "მედიაში" (Media) და გამორთეთ პუნქტი "გალერეაში შენახვა" (Save to gallery).

გააგზავნეთ მიმოწერის ჟურნალი საკუთარ ფოსტაზე

კომპიუტერში საკუთარი მიმოწერის სარეზერვო ფაილის შესაქმნელად თქვენ შეგიძლიათ მიმოწერა ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნოთ. ამისთვის შედით "პარამეტრებში" (Settings), შემდეგ "ზარებსა და შეტყობინებებში" (Calls and messages) და აირჩიეთ პუნქტი "შეტყობინებების ისტორიის ფოსტაზე გაგზავნა" (Email message history).

დაუმალეთ თქვენი პროფილის ფოტო უცნობ მომხმარებლებს

თუ თქვენ არ გსურთ, რომ თქვენი პროფილის ფოტო ყველა მომხმარებელმა ნახოს, შედით "პარამეტრებში" (Settings), შემდეგ "კონფიდენციალურობაში" (Privacy), შემდეგ "პროფილის ფოტოში" და მონიშნეთ პუნქტი (არავის) Nobody. ახლა ის მომხმარებლები, ვინც თქვენი კონტაქტების სიაში არ არიან, თქვენი პროფილის ფოტოს ვერ ნახავენ.

მოხსენით სტატუსი "აპლიკაციის გამოყენების შესახებ"

კიდევ ერთი შესაძლებლობა: თითქმის ყველა აპლიკაცია და თამაში, რომელსაც ტელეფონზე აყენებთ, Viber-თან სინქრონიზირდება. ამიტომ ეს ინფორმაცია თქვენი კონტაქტების სიაში მყოფი მომხმარებლებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.

ამ ფუნქციის გამოსართავად, შედით "პარამეტრებში" (Settings), შემდეგ "კონფიდენციალურობაში" (Privacy) და გამორთეთ პუნქტი "იყენებს აპლიკაციას" (Using app).

დააყენეთ პაროლი

თუ თქვენ არ გსურთ, რომ ვიღაცამ თქვენი მიმოწერა წაიკითხოს, Viber-ზე პაროლის დაყენება შეიძლება. Viber-ი ასეთ ფუნქციას არ ითვალისწინებს, მაგრამ ამ საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა ნებისმიერ App Store-ში შეიძლება.

სავარაუდოდ, თქვენი არაერთი მეგობარი იყენებს მესენჯერებს, ამიტომ ეს ინფორმაცია მათაც დააინტერესებს.

myquiz