მთვარესა და მარსზე ადამიანისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები აღმოაჩინეს | Allnews.Ge

მთვარესა და მარსზე ადამიანისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები აღმოაჩინეს

პადუასა და ბოლონიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა მარსსა და მთვარეზე ადამიანისთვის საცხოვრებლად შესაფერისი ადგილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ევროპელი ასტროფიზიკოსების ასოციაცია საკუთარ ვებგვერდზე წერს.

ექსპერტებმა გაანალიზეს ციური სხეულების რელიეფი და დაასკვნეს, რომ ლავის შედეგად წარმოქმნილი გამოქვაბულები მარსსა და მთვარეზე ადამიანის ცხოვრებისთვის საუკეთესოა.

მეცნიერების თქმით, მსგავსი გამოქვაბულების სიგრძე შესაძლოა 65 კილომეტრიც კი იყოს. მათივე მტკიცებით, მიწისქვეშა გამოქვაბულები შესანიშნავი ადგილია პატარა ქალაქების გასაშენებლად.

მსგავსი გამოქვაბულების შესწავლას მეცნიერები დედამიწაზე, მთვარესა და მარსზე აგრძელებენ.

myquiz