რა შეიძლება გამოიწვიოს დასატენად შეერთებული მობილურის მთელი ღამით დატოვებამ? | Allnews.Ge

რა შეიძლება გამოიწვიოს დასატენად შეერთებული მობილურის მთელი ღამით დატოვებამ?

"არ გადატვირთოთ თქვენი მობილური დატენვისას; დარწმუნდით, რომ 100%-ზე დამუხტვის შემდეგ გამორთეთ მობილური; დაიცადეთ სანამ 0%-მდე დაჯდება; არ დატოვოთ შეერთებული მთელი ღამით" - მსგავსი შინაარსის რჩევები არაერთხელ მოგვისმენია, ამ რჩევებს ნაწილობრივ ექსპერტებიც იზიარებენ.

მობილური მოწყობილობების ელემენტები მუდმივ "ცვეთას" განიცდის, ვინაიდან დროდადრო ელემენტს ეკარგება შესაძლებლობა დაიმუხტოს სწრაფად ან შეინარჩუნოს ენერგია დიდხანს.

ქართველი ფიზიკოსის რჩევები მობილური ტელეფონების მფლობელებს

შეცდომები, რომლებსაც iPhone-ის დატენვისას ვუშვებთ

თქვენი მობილურის მთელი ღამით დატოვების შემთხვევაში კი, თქვენ ზრდით ელემენტის დაზიანების ალბათობას.

ამგვარად თქვენ ახანგრძლივებთ იმ რეალურ დროს, რაც სპარტფონს სრული დამუხტვისთვის სჭირდება, ამ დროს ხდება ელემენტის გადატვირთვა.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ არ დაელოდოთ ტელეფონის 0%-მდე დაჯდომას, უმჯობესია სმარტფონი დასატენად მაშინ შეაერთოდ, როდესაც დაახლოებით 35-40%-ზეა ელემენტი, ეს დაგეხმარებათ გაუხანგრძლივოთ ელენმენტს "სიცოცხლე". მითუმეტეს თუ ამ სმარტფონს, უკვე რამდენიმე წელია იყენებთ, მაქსიმალურად მოერიდეთ მთელი ღამით დამტენზე შეერთებული მობილურის დატოვებას.

მომზადებულია TIME-ის მიხედვით

myquiz