ბილ გეითსი Control-Alt-Delete-ის გამო ბოდიშს იხდის | Allnews.Ge

ბილ გეითსი Control-Alt-Delete-ის გამო ბოდიშს იხდის

"მაიკროსოფთის" დამფუძნებელი ბილ გეითსი Control-Alt-Delete ღილაკების კომბინაციის გამო ბოდიშს იხდის.

აღნიშნული სამი ღილაკის კომბინაციას კომპიუტერში ხშირად მაშინ იყენებენ, როდესაც პროგრამები აღარ რეაგირებს და კომპიუტერის გამორთვა ან გადატვირთვა გვსურს.

"მაიკროსოფთის" დამფუძნებელმა აღიარა, რომ მას შეეძლო ამ ფუნქციის მხოლოდ ერთ ღილაკში მოქცევა, რათა იგი დამაბნეველი და არაკომფორტული არ ყოფილიყო მომხმარებლისთვის.

"მცირე შესწორება რომ გამეკეთებინა, ამ ფუნქციას ერთ ღილაკში მოვაქცევდი", -აღნიშნა ბილ გეითსმა ნიუ-იორკში გამართულ "ბლუმბერგის" გლობალურ ბიზნესფორუმზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსის აღიარება Control-Alt-Delete-ის შესახებ პირველი არ ყოფილა. მან ამ პრობლემაზე 2013 წელსაც ისაუბრა და ამაში კომპიუტერული ტექნიკის უმსხვილესი ამერიკული მწარმოებელი კომპანია IBM დაადანაშაულა.

"ჩვენ შეგვეძლო გვქონოდა მხოლოდ ერთი ღილაკი ამ ფუნქციისთვის, თუმცა, ადამიანმა, რომელმაც IBM-ის კლავიატურის დიზაინი უზრუნველყო, ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა", - განაცხადა გეითსმა წლების წინ.

myquiz