დაცულია თუ არა ჩვენი მიმოწერა Facebook მესენჯერში? | Allnews.Ge

დაცულია თუ არა ჩვენი მიმოწერა Facebook მესენჯერში?

Facebook მესენჯერის საშუალებით ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი ეკონტაქტება ერთმანეთს. მიუხედავად სოციალური ქსელის წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა მომხმარებლების პირადი ინფორმაცია დაიცვან, საინტერესოა, რამდენად დაცულია ჩვენ მიერ გაგზავნილი მილიონობით მესიჯი.

Facebook-ი გვიზიარებს ინფორმაციას თუ როგორ მუშაობს სოციალურო ქსელის დაცვის ზოგიერთი სისტემა. ამავდროულად კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორი ვაიას სეკარი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სოციალური ქსელის დაცვის სისტემისთვის გვერდის ავლა.

რა თავდაცვის საშუალებებს მიმართავს მესენჯერი?

Facebook-ის მტკიცებით, მესენჯერი დაცვის იმავე სისტემებს იყენებს, რასაც საბანკო და ონლაინ მაღაზიების საიტები იყენებენ. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მესენჯერი დაცვის დამატებით სისტემას სპამისა და ზიანისმომტანი პროგრამების შესაჩერებლად იყენებს. 2016 წელს სოციალურმა ქსელმა ახალი თავდაცვის სისტემა დააყენა, რომელსაც "საიდუმლო დიალოგი" ჰქვია და შეტყობინებების დაშიფვრას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან წვდომა თავად Facebook-საც არ აქვს.

შეიძლება თუ არა Facebook-ის უსაფრთხოების სისტემისთვის გვერდის ავლა?

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა ვაიას სეკარიმ აღნიშნა, რომ ყველაფრის გატეხვა შესაძლებელია, მან ასევე დაამატა, რომ თავდაცვის ვერცერთი რაოდენობა ვერ შეაჩერებს ადამიანს, რომელსაც თქვენს შეტყობინებამდე მიღწევა სურს, თუ მას იმ მოწყობილობაზე აქვს წვდომა სადაც მესენჯერი ჩართულია.

თუ დაინტერესებულ ადამიანს ხელში ჩაუვარდა თქვენი მოწყობილობა, ის არამხოლოდ შეტყობინებებს შეავლებს თვალს არამედ ისეთ პროგრამასაც დაამონტაჟებს, რომელიც თქვენს შეტყობინებებზე წვდომას სხვა მოწყობილობის საშუალებითაც მისცემს. გარდა ამისა, ჰაკერებს შეუძლიათ მიზანში მომხამრებლის Facebook პაროლი ამოიღონ და გატეხონ ის. ასევე, ჰაკერებს Facebook-ის ან მესენჯერის ყალბი პროგრამების გაკეთება შეუძლიათ, რომელიც სოციალურ ქსელს მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ერთმანეთს, სინამდვილეში ეს მახეა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ინფორმაციის მიღებას, როგორიც თუნდაც სოციალური ქსელის პაროლია.

როგორ შეიძლება დავიცვათ საკუთარი მიმოწერა?

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გრძელი გზა გავლო, პროფესორი მაინც გვირჩევს, მიმოწერის დაცვის მიზნით, ჩვენი მოწყობილობების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. კერძოდ, სეკარი გვირჩევს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მოწყობილობასაც იცავს შესაბამისი პაროლი და მასზე წვდომა არ აქვს ნებისმიერ მსურველს. პროფესორი ასევე გვირჩევს გამოვიყენოთ ისეთი პაროლი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, ამასთან ყველა მოწყობილობასა და თუ სოციალურ ქსელზე სხვადასხვა პაროლი დავაყენოთ.

მომზადებულია TIME-ის მიხედვით

myquiz