პირველად 10 წლის შემდეგ, კომპანია Polaroid-ი განახლებულ კამერას უშვებს | Allnews.Ge

პირველად 10 წლის შემდეგ, კომპანია Polaroid-ი განახლებულ კამერას უშვებს

კომპანია "პოლაროიდი" კამერის გამოშვებას განაახლებს. პოლაროიდის კამერა, რომელიც უკვე 10 წელია აღარ გამოდის USB-დამტენით აღჭურვეს და მასობრივ გაყიდვაში გაუშვეს. მისი იერსახე თითქმის არ შეცვლილა. კომპანიამ კამერის ფირის გაყიდვაც განაახლა, რომელიც უკვე 9 წელია შეწყვეილი ჰქონდა.

თუმცა ამ პროცესს ერთი ცვლილება მაინც ახლავს თან - მას შემდეგ, რაც კოპმანია პოლაროიდი გაკოტრდა, აპარატურა კომპანია Impossible Projects-ს დარჩა, რომელმაც 2017 წელს ძველი აპარატების ხელახლა გამოშვება დაიწყო. ამჯერად კი USB-დამტენით აღჭურვილი კამერების გაყიდვას დაუბრუნდა.

კამერის ღირებულება 99 დოლარი იქნება, ფირის შეძენას კი 16 დოლარად შეძლებთ.

როგორც ცნობილია, პოლაროიდმა პროდუქტის წარმოება ციფრული კამერების პოპულარობის ზრდის გამო შეწყვიტა, თუმცა ამჯერად იმედოვნებს, რომ პოლაროიდის განახლებული ვერსია მყიდველს ძველებურად მიიზიდავს.

myquiz