2035 წლიდან "მაზდას" ავტომობილების უმრავლესობა ჰიბრიდული ან ელექტრომობილი იქნება | Allnews.Ge

2035 წლიდან "მაზდას" ავტომობილების უმრავლესობა ჰიბრიდული ან ელექტრომობილი იქნება

2035 წლიდან "მაზდას" წარმოებული ავტომობილების უმრავლესობა ჰიბრიდული ან ელექტრომობილი იქნება. იაპონურმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ მომდევნო წლებში ავტომობილების მწვანე ენერგიაზე გადასვლისთვის იზრუნებს და 2030-2035 წლებში წარმოებულ ავტომობილებს სრულად ელექტრო ან ჰიბრიდული ძრავი ექნებათ.

მანამდე კი, "მაზდა" მომხმარებლებისთვის ბატარეაზე მომუშავე ავტომობილის გაცნობას გეგმავს.მსგავსი ტიპის ავტომობილს "მაზდა" მომხმარებელს 2019 წლისთვის გააცნობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია უახლოეს მომავალში საწვავზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილების წარმოებიდან ამოღებას არ აპირებს.

როგორც CNN Money წერს, წარმოების ახალ სისტემაზე გადასვლამ და საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე უარის თქმამ, შესაძლოა, "მაზდას" ფინანსური პრობლემები შეუქმნას, რადგან ელექტრომობილების მიმართ ინტერესს მხოლოდ მომხმარებლების ნაწილი გამოხატავს, კომპანიები კი მათ უფრო და უფრო განახლებულ მოდელებს სთავზობენ.

რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ჰიბრიდული ავტომობილის ყოლა

რა უპირატესობა აქვს და რა ღირს ჰიბრიდული ავტომობილი

რამდენად გამძლეა ელექტრომობილი და რა წესები უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას

myquiz