NASA: კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენს ფეხქვეშ იმალება | Allnews.Ge

NASA: კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენს ფეხქვეშ იმალება

როდესაც ჩვენი დროის ყველაზე საშიშ კატასტროფაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში ასტეროიდის ჩამოვარდნა ან მესამე მსოფლიო ომი გვახსენდება. თუმცა, თუ NASA-ს დავუჯერებთ არის რაღაც, რაც ამ ორივე სცენარზე გაცილებით საშიში და გამანადგურებელია და პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ფეხებქვეშ იმალება.

მსგავს კატასტროფად აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო სუპერვულკანებს მიიჩნევს.

არსებული ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სულ 20 სუპერვულკანია და ყველა მათგანი ნელი მოქმედების ბომბივითაა. NASA-ს მტკიცებით ერთი მათგანის ამოფრქვევაც კი კაცობრიობას იმაზე სწრაფად გაანადგურებს, ვიდრე ნებისმიერი ასტეროიდი. საბედნიეროდ სააგენტოს ამის შესაჩერებლად კონკრეტული გეგმა აქვს.

"იელოუსტოუნის ეროვნული პარკის" ქვეშ არის ერთგვარი ნასხლეტი, რომელიც სიწითლემდე გაცხელებული მაგმით არის ამოვსებული. ამ ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში, ის ასობით კუბური კილომეტრის მოცულობის მასას გამოისვრის, რომელიც 100 კილომეტრის რადიუსში ყველაფერს ფერფლად აქცევს.

თუმცა, ვულკანის გამანადგურებელი ეფექტი ამით არ დასრულდება. მტვერი და გაზი, რომელიც ამოფრქვევის შედეგად გამოიყოფა, მზის სხივებს შეაფერხებს და "ვულკანურ ზამთარს" გამოიწვევს, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ მსგავსი სცენარი მომავალი ათეული წლების განმავლობაში განვითარდეს, მაგრამ მეცნიერები შიშობენ, რომ ერთ დღეს ამ მოვლენას თავს ვერ აარიდებენ. მკვლევარები "იელოუსტოუნის" სუპერვულკანისა და მისი გამანადგურებელი ეფექტის გაუვნებელყოფისთვის გეგმის შემუშავების პროცესში არიან.

ერთ-ერთი გეგმის თანახმად, მეცნიერები ვულკანიდან სითბოს გამოწოვას და გეოთერმული ენერგიის ელექტროენერგიად გადაქცევას გეგმავენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხვრელიდან ვულკანში წყლის ჩასხმა იქნება შესაძლებელი, რომელიც უკან ორთქლის ნაკადის სახით დაბრუნდება. ორთქლის ნაკადი ტურბინას აამუშავებს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. NASA-ს მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ თუ სუპერვულკანების გაუვნებელყოფა ვერ მოხერხდა, ერთ-ერთი მათგანის ამოფრქვევაც კი ადამიანების 99%-ს შეიწირავს, ამიტომ თემის აქტიური განხილვა ძალიან დროულია.

myquiz