12.09.2017 / 17:23
შრიფტის ზომა:

მოწყობილობა, რომელიც მთელ შენობას უსადენო დამტენად გადააქცევს

უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ ჩვენი მობილური ტელეფონის აქტიური გამოყენების პირობებში მოწყობილობას დღის განმავლობაში ორჯერ, ზოგჯერ კი სამჯერაც კი სჭირდება დატენვა.

ამ ვითარების გამოსწორება ახალ ტექნოლოგიას შეუძლია, რომელსაც Wi-Charge ჰქვია. აღნიშნულ მოწყობილობას მთელი ოთახის, უფრო მეტიც, მთელი შენობის უსადენო დამტენად გადაქცევა შეუძლია, რაც მომაბეზრებელი სადენიანი დამტენებისა და როზეტების გამუდმებული ძებნისგან გაგვათავისუფლებს.

ბუკიას ბაღში ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი დამონტაჟდა

მოწყობილობა, რომელიც თქვენს ბავშვზე ზრუნავს

აღსანიშნავია, რომ უსადენო დამტენი ოთახის ჭერზე მონტაჟდება, რაც ჩვენს მობილურ მოწყობილობას საშუალებას მისცემს ოთახის ნებისმერ წერტილში დაიტენოს. ის ძალიან ჰგავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ინდუქციურ დამტენს, თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ ინდუქციური დამტენის პირობებში ტელეფონის კორპუსი მას მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს.

Wi-Charge-ის მწარმოებელმა კომპანიამ ისიც გაითვალისწინა, რომ ტელეფონის ბატარეებს სხვადასხვა მოცულობა აქვს და სხვადასხვანაირად იტენება. ამიტომ უსადენო დამტენიც რამდენიმე განსხვავებული პრინციპით მუშაობს. კერძოდ, Light-ი ბატარეის სწრაფ დატენვაზეა ორიენტირებული, Kiik-ი კი ორიენტირებულია ისეთი ბატარეების დატენვაზე, რომელსაც ნაკლები ენერგია სჭირდება. დატენვის მესამე ვარიანი Rayo-ა, ის ყველაზე მძლავრია და შეუძლია 25 კვადრატული მეტრის ფართობის დაწესებულების ენეგიით უზრუნველყოფა, მისთვის რთული არც პლანშეტის დატენვაა.

ამ მომენტისთვის მოწყობილობა Wi-Charge ხარვეზების გამოვლენის მიზნით, აუცილებელი ტესტირებების ეტაპს გადის. ცდის მიზანი იმის გარკვევაც არის, მოქმედებს თუ არა და რა გავლენას ახდენს უსადენო დამტენი ადამიანის ჯანმრთელობაზე.