რამდენს გადაიხდიდით iPhone 8 - ში ? | Allnews.Ge

რამდენს გადაიხდიდით iPhone 8 - ში ?

პირველად სმარტფონის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ანალიტიკოსები "ეფლის" რადიკალურად განსხვავებული და განახლებული მოდელის გამოსვლას წინასწარმეტყველებენ. როგორც ჩანს iPhone-ის უკანასკნელი მოდელი ყველაზე ძვირად ღირებული იქნება და მისმა ფასმა შესაძლოა 1000 დოლარი შეადგინოს.

როგორც უკვე ცნობილია, iPhone 8-ის ახალ მოდელს წინა მოდელებისგან განსხვავებული ეკრანი ექნება და დიზაინით უფრო მეტად Sumsung Edge-ის მოგვაგონებს. გარდა ამისა, სმარტფონი საშუალებას მოგცემთ თქვენს სახეს პაროლის ფუნქცია მიანიჭოთ, ანუ მის ფუნქციებთან წვდომა მხოლოდ მას შემდეგ გექნებათ, რაც ტელეფონი თქვენს სახეს ამოიცნობს.

თუმცა, როგორც ჩანს საქმე უფრო რთულად იქნება, ვიდრე სხვა სმარტფონების შემთხვევაში, რადგან iPhone 8-ზე წვდომას ვერ მოიპოვებთ ლაზერისთვის მეპატრონის ფოტოს დანახებით.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ვიზუალურადაც შესამჩნევი იქნება, მენიუს ღილაკს შეეხება. iPhone-ის ყველა მოდელს წინ მრგვალი ღილაკი აქვს, რომელიც მენიუში შესვლის საშუალებას გაძლევთ, სმარტფონის ახალი მოდელის შემთხვევაში კი ღილაკი სენსორული ვერსიით იქნება ჩანაცვლებული. მომხმარებელს ისიც გაახარებს, რომ ახალი სმარტფონის დანეტვა უსადენოდ იქნება შესაძლებელი.

iPhone 8-ის პრეზენტაცია 12 სექტემბერსაა დაგეგმილი.

myquiz