ახალი სიტყვა მედიცინაში - ადამიანს ძვალი 3D-პრინტერზე დაბეჭდილი პროთეზით ჩაუნაცვლეს | Allnews.Ge

ახალი სიტყვა მედიცინაში - ადამიანს ძვალი 3D-პრინტერზე დაბეჭდილი პროთეზით ჩაუნაცვლეს

ექსპერიმენტული ოპერაციის წყალობით 27 წლის ავსტრალიელს ფეხი შეუნარჩუნეს. როიბენ ლიხტერი ოსტეომიელიტის სერიოზული ფორმით იყო დაავადებული და ფეხის ამპუტირებას ელოდა, მაგრამ ექიმებმა მას ახალი მეთოდი შესთავაზეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ცხოველებზე გამოიყენებოდა.

ქირურგებმა ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგებმა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი დიდი წვივის ძვლის კარკასი ჩაუდგეს. თავდაპირველად პაციენტის დიდი წვივის ძვლის სამგანზომილებიანი მოდელი შეიქმნა, რომელიც სინგაპურში გააგზავნეს, სადაც ბიოშეთავსებადი პოლიმერისგან პროტეზი დამზადდა. იმპლანტაციის წარმატებით დასრულებისთვის ექიმებს ხუთი ოპერაციის ჩატარება მოუხდათ.

სპეციალური 3D პრინტერის მეშვეობით, მეცნიერებმა ადამიანის სხეულის ნაწილები და ქსოვილი დაბეჭდეს

პირველი ოპერაციის დროს ქსოვილებიან ჩირქი ამოიღეს, ხოლო დანარჩენი ოთხი ოპერაცია ძვლის ნაცვლად 3D-პროტეზის ჩასადგმელად დასჭირდა.

ახალ ძვალს პაციენტის მარცხენა მუხლიდან და წვივის ძვლებიდან აღებული სისხლძარღვთა სისტემა და ქსოვილები დაატანეს. ექიმები ირწმუნებიან, რომ დროთა განმავლობაში ქსოვილები ახალ ძვალს შექმნიან, მაგრამ ამას მინიმუმ წელიწადნახევარი დასჭირდება. ჯერჯერობით კი როიბენ ლიხტერს სიარული და ფეხის დატვირთვა აკრძალული აქვს.

myquiz