ელონ მასკმა მესამე მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა | Allnews.Ge

ელონ მასკმა მესამე მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა

"ტესლას" გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა მესამე მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა კატასტროფული მომავლის იდეა ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის იარაღის გამოცდით სულაც არ ყოფილა გამოწვეული. ელონ მასკი კიდევ ერთი ომის საფუძვლებს ხელოვნურ ინტელექტში ხედავს.

"ცივილიზაციისთვის არსებობისთვის საფრთხის შემქმნელ რისკებზე ფიქრისას ჩრდილოეთ კორეა ნუსხაში ძალიან დაბლა უნდა იყოს" - აღნიშნა მასკმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში.

ელონ მასკი მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც საკუთარი ფიქრების კომპიუტერში ატვირთვის საშუალებას მოგვცემს

ილონ მასკის პროექტით, ნიუ-იორკიდან ვაშინგტონამდე ჩასვლა 29 წუთში იქნება შესაძლებელი

"ეროვნულ დონეზე კონკურენცია, რათა უფრო განვითარებული ხელოვნური ინტელექტი ჰქონდეთ, შეიძლება მესამე მსოფლიო ომის მიზეზი გახდეს", - აღნიშნა ელონ მასკმა "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში.

ელონ მასკის საკმაოდ მძიმე წინასწარმეტყველება კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც ხელოვნური ინტელექტი არის მომავალი არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთლიანად კაცობრიობისთვის. "ვინც გახდება ლიდერი ამ სფეროში, იქნება მსოფლიოს მმართველი".

მოცემული მომენტისთვის უკეთესი ხელოვნური ინტელექტისთვის რბოლაში ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ინდოეთი იმარჯვებენ.

თუმცა, ელონ მასკი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნები ყველა შესაძლო გზით შეეცდებიან ამ სფეროში წარმატების მიღწევას.

"ხელისუფლებები კანონს არ დაემორჩილებიან და საჭიროების შემთხვევაში ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს ბოროტი საქმისთვის გამოიყენებენ", - აღნიშნა ელონ მასკმა.

myquiz