NASA-ს კონკურსში გამარჯვებულ ქართველ სტუდენტს საქართველოს ხელისუფლებამ დაფინანსება შეუწყვიტა | Allnews.Ge

NASA-ს კონკურსში გამარჯვებულ ქართველ სტუდენტს საქართველოს ხელისუფლებამ დაფინანსება შეუწყვიტა

ქართველ სტუდენტს, რომელმაც "ნასას" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, საქართველოს ხელისუფლებამ კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლების დაფინანსება შეუწყვიტა.

საუბარია 22 წლის გიორგი მჭედლიშვილზე, რომლის მიერ შემუშავებულმა მომავლის თვითმფრინავის მოდელმა "ნასას" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მჭედლიშვილის ახლობლების ცნობით, საქართველოს ხელისუფლება ახალგაზრდას 4 წელი 13 ათას დოლარს უხდიდა, სწავლების ბოლო წლის დაფინანსებაზე კი უარი უთხრა.  წარმატებულ ქართველ ახალგაზრდას კოლუმბიის უნივერსიტეტი სასწავლო წელს 62 ათასი დოლარით უფინანსებს. თუმცა, თუ იგი 13 ათას დოლარს ვერ გადაიხდის, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ გააგრძელებს.

გიორგი მჭედლიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თანამოაზრე პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად მჭედლიშვილმა სრულიად ახალი ძრავებისა და ფიუზელაჟის მომავლის თვითმფრინავის მოდელი შეიმუშავა, რომელმაც ნასას მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. შედეგად 2017 წლის 26 სექტემბერს გიორგი მჭედლიშვილი და მისი გუნდის წევრები NASA-ს სათავო ცენტრში პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე არიან მიწვეული.

წყარო: bpn.ge

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian student’s Gryphon aircraft claims first place in NASA competition

myquiz