საუკუნის ყველაზე დიდმა ასტეროიდმა დედამიწას ჩაუფრინა | Allnews.Ge

საუკუნის ყველაზე დიდმა ასტეროიდმა დედამიწას ჩაუფრინა

დედამიწას უზარმაზარმა ასტეროიდმა ჩაუფრინა. ასტეროიდი, რომელსაც "ფლორენსს" უწოდებენ, დაახლოებით 5 კილომეტრის სიგანისაა და მან დედამიწას დაახლოებით 7 მილიონ კილომეტრში ჩაუარა. ამის შესახებ "ნასა" იტყობინება.

შესაძლოა, თქვენ 7 მილიონი კილომეტრი ძალიან შორს მოგეჩვენოთ, თუმცა, მეცნიერების თქმით, ის საკმაოდ ახლოა თუ წარმოვიდგენთ კოსმოსის მასშტაბებს. ამ დრომდე დედამიწასთან ამაზე ახლოსაც ჩაუფრენია ასტეროიდს, თუმცა, იმ სიდიდის ასტეროიდი, როგორიც "ფლორენსია", ჯერ მწვანე პლანეტასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

რუსეთი ასტეროიდების გასანადგურებლად ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებს

ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, სიცოცხლის წარმოშობას მოჰფენს ნათელს

რაც მთავარია, "ნასაში" აცხადებენ, რომ საუკუნის ყველაზე დიდი ასტეროიდი დედამიწას საფრთხეს არ უქმნის.

myquiz