iOS-ის განახლების შემდეგ iPhone-ის და iPad-ის 180 000-ზე მეტი აპლიკაცია აღარ იმუშავებს | Allnews.Ge

iOS-ის განახლების შემდეგ iPhone-ის და iPad-ის 180 000-ზე მეტი აპლიკაცია აღარ იმუშავებს

ოპერაციული სისტემის ახალ ვერსია iOS 11-ში 32-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა შეჩერდება, რის შედეგადაც iPhone-ის და iPad-ის 180 ათასზე მეტი აპლიკაცია აღარ იმუშავებს. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

შეტყობინებებს იმის შესახებ, რომ სისტემაში 32-ბიტიანი აპლიკაციები ვეღარ იმუშავებს, Apple-ის მომხმარებლები მიმდინარე წლის იანვრიდან იღებდნენ. ზოგიერთი აპლიკაცია App Store-იდან უკვე გაქრა.

ასეთი "მოძველებული" აპლიკაციები Apple-ის საერთო აპლიკაციების დაახლოებით 8% შეადგენს. კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა არაერთხელ განაცხადა, რომ 32-ბიტიანი აპლიკაციები სისტემას "ამუხრუჭებს" და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე ცუდად აისახება. ახალი iOS-ის რელიზი სექტემბერშია დაგეგმილი.

81 წლის ქალმა iPhone-ის აპლიკაცია შექმნა