რომელი ასტრონომიული მოვლენის ნახვა იქნება შესაძლებელი საქართველოდან უახლოეს მომავალში | Allnews.Ge

რომელი ასტრონომიული მოვლენის ნახვა იქნება შესაძლებელი საქართველოდან უახლოეს მომავალში

21 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მზის დაბნელებას დააკვირდება. მზის ნაწილობრივი დაბნელება აშშ-ს მთლიანი ტერიტორიიდან გამოჩნდება, ციური სხეულის სრულ დაბნელება კი მხოლოდ ვიწრო კორიდორის გასწვრივ, ორეგონიდან სამხრეთ კაროლინამდე იქნება შესამჩნევი.

"სრული მზის დაბნელება იშვიათი მოვლენაა, ნაწილობრივი უკვე ორჯერ იყო საქართველოში, ერთი 2000-იანების დასაწყისში და მეორე 90-იანების ბოლოს"- განმარტა Allnews.ge-სთან საუბარში თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ასტროფიზიკაში ალექსანდრე თევზაძემ.

ასტროფიზიკოსის თქმით, მზის სრულ დაბნელება ადრე სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენებოდა. ამჟამად არსებობს ტელესკოპები, რომლებიც მზის დაბნელების ეფექტს ხელოვნურად ქმნის, ამიტომ მზის სრული დაბნელება უბრალოდ საინტერესო სანახაობად დარჩა.

"მზის დაბნელებას მკაცრი კანონზომიერება არ აქვს, თუმცა აქვს დაახლოებითი პერიოდები. წელიწადში ერთხელ მზის დაბნელებას მსოფლიოს რომელიმე რეგიონიდან აკვირდებიან, მაგრამ საიდან გამოჩნდება ეს ჩრდილი წინასწარ ძნელი სათქმელია."- აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.

ასტროფიზიკოსმა ისიც განგვიმარტა, როდის ხდება მზის ნაწილობრივი და სრული დაბნელება და აღნიშნა, რომ ამ მოვლენას მაშინ ვაკვირდებით, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოხვდება.

"ცოტა ხნის წინ პირიქით იყო, როდესაც დედამიწა მთვარესა და მზეს შორის მოხვდა და ჩრდილი მთვარეს დაეცა. ამ მოვლენას ჩვენ მთვარის დაბნელებას ვუწოდებთ. ეს დაახლოებით, 1 თვის წინ მოხდა და მასზე დაკვირვება საქართველოდანაც იყო შესაძლებელი" - აღნიშნა ასტროფიზიკოსმა.

თევზაძის თქმით, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში კიდევ ერთი ასტრონომიული მოვლენის, მეტეორების წვიმის თვითმხილველები შეგვიძლია გავხდეთ.

იქამდე კი მზის დაბნელების ხილვის მსურველებს, ნასა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს აძლევს. სპეციალისტების განმარტებით, მზისთვის პირდაპირ ყურება, საგანგებო აღჭურვილობის გარეშე, ჯანმრთელობისთვის საშიშია, გარდა იმ მომენტისა, როდესაც მთვარე სრულად დაფარავს მზეს.

ერთადერთი უსაფრთხო გზა იმისთვის, რომ ნაწილობრივ დაბნელებულ მზეს პირდაპირ შეხედოთ, პეციალურად მზის დაბნელების სანახავად შექმნილი სათვალის გამოყენებაა, რომელიც მზის სხივების ფილტრით არის აღჭურვილი. სახლის პირობებში დამზადებულ ფილტრებს, მზის სათვალეს, თუნდაც ყველაზე შავ სათვალეს, უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია.

ნასას რეკომენდაციით, სპეციალური სათვალის მოხსნა მხოლოდ მზის სრული დაბნელების შემდეგ არის უსაფრთხო.

myquiz