მიკროჩიპი ადამიანის სხეულში - მითები და რეალობა | Allnews.Ge

მიკროჩიპი ადამიანის სხეულში - მითები და რეალობა

დღესდღეობით უამრავი კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს ხელის მტევანში დასამოტაჟებელ მიკროჩიპებს, რომელიც მათ სწრაფ და ნაყოფიერ მუშაობას შეუწყობს ხელს. რა მოსალოდნელი რისკები ახლავს მიკროჩიპის ადამიანის სხეულში მოხვედრას?

მიკროჩიპები დაახლოებით ბრინჯის მარცვლის სიდიდისაა და მაგრდება ხელის გულზე, საჩვენებელ და ცერა თითს შორის.

33 წლის დევიდ უილიამსი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ეს იმპლანტი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, გარშემომყოფებისგან განსხვავებით, ხელის ერთი დაქნევით შეუძლია, მაგალითად, ოფისის კარის გაღება. მიკროჩიპი დაახლოებით ისეთივეა, როგორც უკონტაქტო ბარათი. უილიამსი, რომელიც კომპანია ozilla-ს სისტემის დამფუძნებელია, წარმოადგენს იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ე.წ ბიოჰაკერებად იწოდებიან. ეს ენთუზიასტების ჯგუფია, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სხეული თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი აღმოჩენებით "მოამარაგონ".

ამერიკაში, მომსახურე პერსონალს ხელში ჩიპებს ჩაუდგამენ

უილიამსმა ამ შემთხვევაში გადაწყვიტა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ჩაემონტაჟებინა რადიო სიხშირის იდენტიფიკატორი მოწყობილობა (radio frequency identification device (RFID)) - ჩიპი.

ჩიპის რომელიმე მოწყობილობასთან დარეგისტრირების შემდეგ, უილიამსისთვის შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ფუნქციების გამოყენება. მაგალითად, ხელის ერთი მოძრაობით შეუძლია მთელი თავისი კონტაქტების სიის თანამშრომლის ტელეფონში გადაგზავნა.

უილიამსი ამბობს, რომ მას ძალიან ცუდი მეხსიერება აქვს და იმპლანტის ჩამონტაჟების შემდეგ აღარ ესაჭიროება პაროლებისა თუ გასაღებების დამახსოვრება - ახლა მას ყველაფერი თან აქვს. ასევე მოსწონს, თუ როგორ მარტივად, ხელის მხოლოდ ერთი მოძრაობით შეუძლია ვინმეს საკუთარი ტელეფონიდან ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაუგზავნოს. ეს ბევრი ადამიანისთვის მიმზიდველად ჟღერს და RFID მიკროჩიპებით დაინტერესებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. როგორც უილიამსი ამბობს, მისი ჩადგმის პროცედურა უმარტივესია და სტერილიზაციის წესების დაცვით, ადამიანს თვითონაც შეუძლია მიკროჩიპი ჩაიმაგროს. იხილეთ გაგრძელება

ნივთები, რომელიც 2020 წელს აღარ იარსებებს

myquiz