მარსი წყალს იქ მალავს, სადაც მისი არსებობა შეუძლებელია | Allnews.Ge

მარსი წყალს იქ მალავს, სადაც მისი არსებობა შეუძლებელია

წითელი პლანეტის ზედაპირის ქვეშ ყინულის დიდი მარაგია. მეცნიერებმა ეს დასკვნები ზონდ Mars Odyssey-ის მიერ შეგროვებული მონაცემების ხელახალ ანალიზზე დაყრდნობით გააკეთეს. ამის შესახებ ScienceAlert იტყობინება. ყინულის მარაგი პლანეტის ეკვატორის ნაწილშია განლაგებული.

მკვლევარების თქმით, მარსის ევოლუციაზე არსებული წარმოდგენების მიხედვით, წყალი იმ ადგილებშია, სადაც მისი არსებობა სრულიად წარმოუდგენელია.

Mars Odyssey მარსის ზედაპირიდან 3,8 ათასი კილომეტრის სიმაღლეზეა, რის გამოც, მას არ შეუძლია პლანეტის გრუნტში არსებული წლების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. ამის მიუხედავად, ზონდს იმ ნეიტრონების რეგისტრირება შეუძლია, რომლებიც კოსმოსური სხივებისა და წყალბადის შეჯახებისას წარმოიქმნება. სწორედ ამ დაკვირვებებმა მისცა მეცნიერებს წყლის რეზერვუარების აღმოჩენის საშუალება.