"ტვიტერის" ისტორიაში ყველაზე პოპულარული "ტვიტი" | Allnews.Ge

"ტვიტერის" ისტორიაში ყველაზე პოპულარული "ტვიტი"

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას რეპლიკა, "ტვიტერის" არსებობის განმავლობაში, ყველაზე პოპულარულ "ტვიტად" იქცა.

პოსტში ობამამ ნელსონ მანდელა დააციტირა: "არავინ იბადება სხვა ადამიანის მიმართ სიძულვილით კანის ფერის, წარმომავლობის ან რელიგიის გამო"...

ტვიტს თან სდევდა ფოტო, რომელზეც ობამას პატარა ფანჯრიდან სამი სხვადასხვა რასის ბავშვი უყურებს. ყოფილი პრეზიდენტის პოსტმა დაახლოებით, სამი მილიონი ლაიქი მიიღო. ამგვარად, ბარაკ ობამა 12 აგვისტოს, შარლოტსვილში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რა დროსაც ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ანტიფაშისტების აქციაზე მანქანით შევარდა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი დაშავდა.

myquiz