ელექტრომობილი, რომელიც დაახლოებით 5000 დოლარი ღირს | Allnews.Ge

ელექტრომობილი, რომელიც დაახლოებით 5000 დოლარი ღირს

"ჯენერალ მოტორსი" ჩინეთში იაფფასიანი ელექტრომობილების გაყიდვას იწყებს. "სიენენის" ცნობით, მათი ფასი დაახლოებით, 5 300 დოლარი იქნება.

Baojun E100 პირველი ელექტრომობილია, რომლის ელექტროძრავს 39 ცხენის ძალა გააჩნია და საათში 100 კმ-ის სიჩქარის განვითარება შეუძლია. სრულად დატენილი ელემენტით, იგი 150 კმ-ს გადის.

ელექტრომობილის ახალ მოდელს 7-ინჩიანი ეკრანი და WiFi-ის სისტემა აქვს. ამასთან, ამ მოდელის ავტომობილები საპარკინგე სენსორებითაც არის აღჭურვილი.

პირველი 200 ავტომობილის შესაძენად უკვე 5 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. კიდევ 500 ელექტრომობილის შეძენის შესაძლებლობა მსურველებს ამ კვირაში ექნებათ. "ჯენერალ მოტორსის" პრესსპიკერის განცხადებით, ახალი ელექტრომობილები თავდაპირველად ჩინეთის სამხრეთ რეგიონში - გუანსიში გაიყიდება, შემდეგ კი მთელ ქვეყანას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი ქვეყანაა. ელექტრომობილების წარმოებაც თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების 40% სწორედ ჩინეთშია წარმოებული.

myquiz